საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2012 წლის ბრძანებები

საქართველოს პრემიერ–მინისტრის ბრძანება №1592

საზღვარგარეთის ქვეყნებში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების
საჭიროებისათვის უძრავი ქონების შეძენის საკითხებზე
უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ

1. საზღვარგარეთის ქვეყნებში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების საჭიროებისათვის უძრავი ქონების შეძენის საკითხების გადაწყვეტის მიზნით შეიქმნას უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი (შემდგომში - სამუშაო ჯგუფი) შემდეგი შემადგენლობით:

ირაკლი ქარსელაძე - საქართველოს მთავრობის კანცელარიის ად-მინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი
გოჩა ლორთქიფანიძე - საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე
გიორგი თაბუაშვილი - საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე
გიორგი ხელაია - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე
გელა ბუკია - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დირექტორი
ირაკლი ქოიავა - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს იურიდიულ საკითხთა და პარლამენტთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი
მარეხ ხმალაძე - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმ-წიფო ვალისა და საგარეო დაფინანსების დეპარ-ტამენტის უფროსის მოადგილე, საერთაშორისო საინვესტიციო პროექტების და ევროინტეგრაციის სამმართველოს უფროსი.

2. დაევალოთ საზღვარგარეთ საქართველოს შესაბამის დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებს, რომ სამუშაო ჯგუფს წარუდგინონ აშშ-ში (ქ. ვაშინგტონი, ქ. ნიუ-იორკი), საფრანგეთის რესპუბლიკაში (ქ. პარიზი), დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოსა (ქ. ლონდონი) და ბელგიის სამეფოში (ქ. ბრიუსელი) დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებებისათვის შესაძენი უძრავი ქონების ჩამონათვალი.
3. სამუშაო ჯგუფმა ამ ბრძანების მე-2 პუნქტის მიხედვით მისთვის წარდგენილი ჩამონათვალიდან შეარჩიოს შესაბამისი უძრავი ქონება და აღნიშნულთან დაკავშირებით წინადადებები წარმოუდგინოს საქართველოს მთავრობას განსახილველად.
4. შესაბამისი უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისას ხელშეკრულების შინაარსი შეთანხმებული უნდა იქნეს სამუშაო ჯგუფის წევრ უწყებებთან.
5. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2012 წლის 29 თებერვლის №226 ბრძანება „საზღვარგარეთის ქვეყნებში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების საჭიროებისათვის უძრავი ქონების შეძენის საკითხებზე უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ".

 

ბიძინა ივანიშვილი