საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2012 წლის ბრძანებები

საქართველოს პრემიერ–მინისტრის ბრძანება №1587

ლ. ჭიჭინაძის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დებულებისა და სამეთვალყურეო საბჭოს დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 ივლისის N118 დადგენილებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დებულების მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად გათავისუფლდეს ლევან ჭიჭინაძე საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდან პირადი განცხადების საფუძველზე.

ბიძინა ივანიშვილი