საქართველოს პრემიერ–მინისტრის ბრძანება №91

ლ. მხეიძის საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ გარემოს დაცვის ინსპექციის უფროსად დანიშვნის შესახებ

,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად დაინიშნოს ლევან მხეიძე საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოს დაცვის ინსპექციის უფროსად და გათავისუფლდეს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ გარემოს დაცვის ინსპექციის უფროსის თანამდებობიდან.

ნიკა გილაური