საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2011 წლის ბრძანებები

საქართველოს პრემიერ–მინისტრის ბრძანება №88

დ. იოსელიანის საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილედ დანიშვნის შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პირველი მუხლის საფუძველზე დაინიშნოს დავით იოსელიანი საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილედ და გათავისუფლდეს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან.

 

ნიკა გილაური