საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2011 წლის ბრძანებები

საქართველოს პრემიერ–მინისტრის ბრძანება №73

სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატები-საქართველოს ქარტიით გათვალისწინებული სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეწყობის მუდმივმოქმედი კომისიის შექმნის თაობაზე

1. საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატები-საქართველოს ქარტიით გათვალისწინებული სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით შეიქმნას მუდმივმოქმედი კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ნიკა გილაური - საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

გიორგი ავალიანი - საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე

მალხაზ აკიშბაია - საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე

თინა ბურჯალიანი - საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე

დიმიტრი გვინდაძე - საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე

მიხეილ დოლიძე - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე

მამუკა ვაწაძე - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე

ეკატერინე ზღულაძე - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე

თორნიკე თურმანიძე - საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე

სერგი კაპანაძე - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე

თამარ კოვზირიძე - საქართველოს მთავრობის კანცელარიის საგარეო ურთიერთობათა საკითხებში მრჩეველთა ჯგუფის (სამსახური) უფროსი - პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველი

გიორგი მაკასარაშვილი - საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მოადგილე

გოჩა მამაცაშვილი - საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პირველი მოადგილე

თამარ მარტიაშვილი - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველი მოადგილე

ირაკლი მატკავა - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე

ნათია მიქელაძე - საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე

ირაკლი ნადირაძე - დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე

ნოდარ სურგულაძე - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე

ირაკლი ფორჩხიძე - რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე

დავით ცხადაძე - საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე

ნოდარ ხარშილაძე - საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე

ელენე ხოშტარია - ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2010 წლის 18 თებერვლის N45 ბრძანება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატებისაქართველოს ქარტიით გათვალისწინებული სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეწყობის მუდმივმოქმედი კომისიის შექმნის თაობაზე.

 

ნიკა გილაური