საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2011 წლის ბრძანებები

საქართველოს პრემიერ–მინისტრის ბრძანება №7

გ. ჩახნაშვილის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილედ დანიშვნის შესახებ~ საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2009 წლის 22 დეკემბრის N366 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის N37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შ1 ქვეპუნქტისა და 31 მუხლის მე-6 პუნქტის გათვალისწინებით შეტანილ იქნეს ცვლილება გ. ჩახნაშვილის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილედ დანიშვნის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინის-ტრის 2009 წლის 22 დეკემბრის N366 ბრძანებაში და ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დაინიშნოს გიორგი ჩახნაშვილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილედ, იმავდროულად - საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს უფროსად.

 

ნიკა გილაური