საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2011 წლის ვიზიტები

პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ყაზახეთში

2011 წლის 6-7 დეკემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ორდღიანი სამუშაო ვიზიტით ყაზახეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ყაზახეთის პრეზიდენტს ნურსულთნ ნაზარბაევსა და ყაზახეთის პრემიერ-მინისტრს კარიმ მასიმოვს შეხვდა.

"საქართველოსთვის ყაზახეთის პოლიტიკური მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, ვგულისხმობ პოსტსაბჭოთა სივრცეს, შუა აზიას. ყაზახეთი ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა შუა აზიის ქვეყნებში და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსა და ყაზახეთს შორის ასეთი თბილი ურთიერთობა ჩამოყალიბდა.

რაც შეეხება ეკონომიკურ ურთიერთობებს, შემიძლია ვთქვა, რომ ბოლო წლების განმავლობაში, ყაზახური კომპანიები ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინვესტორები არიან საქართველოში. მათ ინვესტიციები განახორციელეს როგორც ბათუმის პორტში, ასევე თბილისში.

აჟამად მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ვაჭრობაზე, ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტზე ყაზახეთში. ამ მიმართულებით დღეს რამდენიმე შეხვედრა გვქონდა და დარწმუნებული ვარ, რომ ქართული ექსპორტი ყაზახეთის მიმართულებით შესამჩნევად გაიზრდება," - აღმიშნა ნიკა გილაურმა ყაზახეთში ყოფნისას.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური