საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2011 წლის ვიზიტები

პრემიერ-მინისტრის ვიზიტი აბუ-დაბიში

2011 წლის 10 ოქტომბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური აბუ-დაბიში გამართულ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე იმყოფებოდა. „მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი 2011" ეძღვნებოდა პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ფინანსურ სტაბილურობას, რისკებს და გლობალურ ეკონოიკურ განვითარებას.

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებთნ დაკავშირებით მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე მთავარი მომხსენებელი საქართველოს პრემიერ-მინისტრი იყო. თავის გამოსვლაში მან საქართველოში განხორციელებულ პროექტებსა და გეგმებზე, კორუფციასთან ბრძოლაზე, საპატრულო პოლიციის რეფორმებზე და ბიუროკრატიული ბარიერების შემცირებაზე ისაუბრა.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დღევანდელ ფონზე საქართველო მთავარი მომხსენებლია, როგორც ეკონომიკური მოდელი, რომელმაც გაამართლა. რომელიც მიუხედავად ეკონომიკური კრიზისებისა, აგრძელებს ზრდას, იზიდავს ინვესტორებს, ქმნის სამუშაო ადგილებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვმონაწილეობ ანტიკორუფციულ ჯგუფში, სადაც ერთადერთი მთავრობის წარმომადგენელი გახლავართ. სწორედ საქართველოს მოდელია აღებული მოდელად, რომელიც უნდა გამოიყენონ სხვებმა, - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი პირისპირ შეხვდა ფორუმის დამფუძნებელს კლაუს შორტს და საემიროების პრემიერ-მინისტრს, შეიხ მუჰამედ ბინ რაშიდს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური