საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2011 წლის სხდომები

2011 წლის 7 სექტემბრის მთავრობის სხდომა

2011 წლის 7 სექტემბრის მთავრობის სხდომა 2011 წლის 7 სექტემბერს საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგში 66 საკითხი იყო შეტანილი. დღის წესრიგი

სხდომის დაწყებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა ლიტვაში გამართულ კალათბურთის ევროპის ჩემპიონატის "ევრობასკეტ-2011"-ის შესახებ ისუბრა:

"სხდომის დაწყებამდე ყველას მინდა მივულოცო საქართველოს კალათბურთის ნაკრებს წარმატება.

ეს ისტორიული წარმატებაა. საქართველოს ნაკრები ასეთი დონის ტურმირზე მეორე ეტაპზე პირველად გადადის. კულტურის სამინისტროს და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლიტვაში ძალიან კარგად ორგანიზებულ საქართველოს კულტურის დღეებისთვის მადლობა მინდა გადავუხადო, ლიტვაში, კლაიპედაში ჩვენი წარმოჩენისათვის ამას ძალიან კარგი შედეგი აქვს, ვილნიუსშიც იგივე იქნება.

მარტივი თამაშები არ იყო, კიდევ უფრო რთული თამაშები ექნებათ, მაგრამ შანსი არის და ჩვენს ბიჭებს წარმატება ვუსურვოთ."

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური