საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2011 წლის სხდომები

2011 წლის 26 ივლისის მთავრობის სხდომა

2011 წლის 26 ივლისის მთავრობის სხდომა 2011 წლის 26 ივლისს საქართველოს მთვრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგში 33 საკითხი იყო შეტანილი. დღის წესრიგი.

სხდომის დაწყებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა 2011 წლის პირველი ნახევრის ეკონომიკური აქტივობის შესახებ ისაუბრა.

"მოგესალმებით. პირველი 6 თვის ეკონომიკური აქტივობის შედეგების ანალიზი მიმდინარეობს: ექსპორტის, იმპორტის, ვიზიტორთა რაოდენობის.
თქვენი ყურადღება მინდა გავამახვილო საგარეო ვაჭრობაზე, ინფლაციაზე და ტურიზმზე.

გვაქვს 6 თვის საგარეო ვაჭრობის მონაცემები. იმპორტი გაზრდილია 36%-ით, ექსპორტი - 44%-ით. 6 თვის მონაცემმა პირველად 1 მლრდ დოლარს გადააჭარბა.
ივნისის თვეში ექსპორტი 60%-ით არის გაზრდილი. ეს ერთერთი რეკორდული მაჩვენებელია.

მთავარ სავაჭრო პარტნიორებად ევროკავშირი, უკრაინა, თურქეთი და აზერბაიჯანი რჩებიან. მთავარ საექსპორტი ბაზრებს აზერბაიჯანი, ყაზახეთი და თურქეთი წარმოადგენენ.

მთავარი საექსპორტო პროდუქტებს შორის პირველი არის ავტომობილები. ეს რეექსპორტია, მაგრამ ჩვენი ექსპორტის 23%-ი სწორად ავტომობილებზე მოდის. ფეროშენადნობები, აზოტოვანი სასუქები, ოქრო, ჯართი და გადამუშავებული არმატურა, ეს არის ჩვენი მთავარი საექსპორტო პროდუქცია.

აღსანიშნავია, რომ ექსპორტის იმაზე უფრო მეტად ზრდა, ვიდრე იზრდება იმპორტი, არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენი ეკონომიკის ერთერთ მთავარ პრობლემას წარმოადგენს იმპორტ-ექსპორტის უარყოფითი ბალანში. იმედი გვაქვს, რომ დროთა განმავლობაში ეს უარყოფითი ბალანსი ნელნელა შემცირდება. ამას სჭირდება დიდი მუშაობა, განსაკუთრებით საექსპორტო ბაზრებზე.

წლევანდელი წლის განმავლობაში ინფლაცია ერთერთი მთავარი თემა და ერთერთი მთავარი პრობლემური საკითხი იყო როგორც საზოგადოებისთვის, ასევე კერძო სექტორისთვის. აღსანიშნავია, რომ ინფლაციის მაჩვენებელი შემცირებულია. 2 თვის წინ 12 თვიანი ინრფლაცია 14,3%-ზე დაფიქსირდა. გასულ თვეს ეს ციფრი ჩამოვიდა 10%-ზე. მიმდინარე თვეს წინასწარი მონაცემებით ინფლაცია8,5-დან 9%-მდე დაფიქსირდება, რაც უფრო შემცირებულია გასულ წელთან მიმართებაში. როგორც ვვარაუდობთ, მომავალ თვესაც იგივე ტენდენცია გაგრძელდება და ინფლაციის მაჩვენებელი აგვისტოს თვის განმავლობაში კიდევ უფრო შემცირდება.

ამის მოლოდინი გვქონდა. როდესაც ინფლაცია პიკში იყო და როდესაც საზოგადოებას განსაკუთრებით უჭირდა ფასების ზრდის გამო, მაშინ დავარიგეთ სხვადასხვა ტიპის ვაუჩერები: ელექტროენერგიის და სურსათის ვაუჩერი. არსებობდა მოლოდინი, პროგნოზი, რომ ინფლაციის მაჩვენებელი შემცირდებოდა არა მარტო საქართველოში, არამედ მთელს რეგიონში და მსოფლიოში და ეს გამოიწვევდა ჩვენს ქვეყანაში ინფლაციის მაჩვენებლის შემცირებას. ასეც მოხდა, ვვარაუდობთ, რომ ეს მაჩვენებელი მომავალ თვეებში კიდევ უფრო შემცირდება.

ბოლო პარამეტრი, რაზეც მინდა გავამახვილო ყურადღება ვიზიტორთა რაოდენობაა. ტურისტული სეზონი დაწყებულია. წელს ვიზიტორთა რაოდენობა ჯამში 45%-ით არის გაზრდილი, ეს ძალიან მაღლი მაჩვენებელია. გასულ წელს ვიზიტორტა რაოდენობა გაიზარდა დაახლოებით 40%-ით. ვავაურობდით, რომ წელს უფრო ნაკლები იქნებოდა. მაგრამ ტენდენცია გრძელდება.

ვერამ ერთი ორი სიტყვით გვითხრას, როგორ მიმდინარეობს ტურისტული სეზონი, რამდენ ტურისტს ველით? ვართ თუ არა კმაყოფილები დაწყებული ტურისტული სეზონით?"

ვერა ქობალია: "პირველი 6 თვის განმავლობაში ვიზიტორთა რაოდენობა 45%-ით გაიზარდა. დაახლოებით 1 მლნ 200 ათასი ადამიანი ჩამოვიდა, აჭარის რეგიონში სასტუმროები დატვირთულია 80%-თ. ღონისძიებების დროს სასტუმროები და სხვადასხვა სახის ოჯახური სასტუმროები 100%-ით არის დატვირთული. ტურისტების რაოდენობით პირველ ადგილზე არიან თურქეთის მოქალაქეები, შემდეგ აზერბაიჯანის, სომხეთის, რუსეთის და უკრაინის.

ირანიდან და ისრაელიდან 200%-იანი ზრდაა. ეს იმიტომ, რომ ამ ქვეყნებიდან პირდაპირი რეისები დაინიშნა. ძალიან დიდი ზრდა არის როგორც ყაზახეთიდან, ასევე ჩინეთიდან. ამ მიმართულებით ჩვენი კამპანიები გვინდა გავაგრძელოთ. აღნიშნული ქვეყნებიდან ტურისტების რაოდენობის ზრდას ველოდებით. ვფიქრობ, რომ აგვისტო-სექტემბერი ყველაზე დატვირთული თვეებია. ამ პერიოდში ტურისტების ყველაზე დიდ ნაკადს ველოდებით. წლის ბოლომდე ვვარაუდობთ 3 მლნ ტურისტს.

აჭარაში სასტუმროები უკვე 100%-ით არის დატვირთული. ახალი ინვესტორებს აქვთ საშუალება შემოვიდნენ როგორც აჭარაში, ასევე სხვა რეგიონებში და განახორციელონ სხვადასხვა ტიპის სასტუმროების მშენებლობა."

ნიკა გილაური: "კერძო სექტორისთვის, განსაკუთრებით სასტუმროების მშენებლობაში, ძალიან მნიშვნელოვანია რა პროცენტით არის დატვირთული სასტუმროები.
აჭარაში მოთხოვნა ყოველთვის იყო. აჭარაში სასტუმროების ახალ მშენებლობებს ვხედავთ.

გასულ წლებში თბილისში ეს მაჩვენებელი დაბალი იყო. ვვარაუდობთ, რომ წელს 70%-ზე მაღალი იქნება სასტუმროების დატვირთვა. რაც დამატებითი სტიმული იქნება კერძო სექტორისთვის თბილისში ახალი სასტუმროების ასაშენებლად. მომავალ წლებში თბილისში ბევრ 3, 4, 5 ვარსკვლავიან სასტუმროს მშენებლობას დავინახავთ."

 პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური