საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2011 წლის სხდომები

2011 წლის 14 ივნისის მთავრობის სხდომა

2011 წლის 14 ივნისის მთავრობის სხდომა 2011 წლის 14 ივნისს საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგში 55 საკითხი იყო შეტანილი. დღის წესრიგი. 

სხდომის დაწყებამდე საქართევლოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა კორუფციასთან ბრძოლაში და ევროპის ენერგოუსაფრთხოებაში საქართველოს როლის შესახებ ისაუბრა.

გთავაზობთ პრემიერ-მინისტრის სიტყვას:

„მოგესალმებით. მთავრობის სხდომის საკითხების განხილვამდე, მთავრობის წევრებს და საზოგადოებას მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის შესახებ ინფორმაცია მინდა მივაწოდო.

მნიშვნელოვანია ის, რომ ყველაზე მნიშვნელოვან ფორუმზე და დისკუსიაზე, რომელიც შეეხებოდა ენერგოუსაფრთხოებას და კორუფციასთან ბრძლას, საქართველო მიწვეული იყო.

კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით შეიძლება ვთქვათ, რომ არა მარტო პოსტ-საბჭოთა სივრცეში, არამედ მთელს ევროპაში საქართველო უკვე აღიარებულია როგორც ერთერთი მთავარი ლიდერი. საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში გატარებული რეფორმებისადმი სხვა ქვეყნების წარმომადგენლების და კერძო სექტორის წარმომადგენლების მხრიდან ძალიან დიდი ინტერესი იყო გამოხატული.

მნიშვნელოვანია, რომ ისეთი მსხვილი კომპანიები, როგორიც არის სიმენსი (Siemens), დასავლეთ ევროპული მსხვილი კომპანიები საკუთარი კომპანიების განვითარების და ჩვენს ქვეყანაში მომავალში ინვესტიციების განხორციელების ძალიან მნიშვნელოვან ნაწილად ამ რეფორმებს აღიქვამენ.

რაც შეეხება მეორე საკითხს, ეს იყო ენერგოუსაფრთხოება. აქაც საქართველოს ევროპისთვის უკვე ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს. აქ განხილული სხვადასხვა საკითხი, მაგრამ ჩვენი მთავარი როლი ევროპასთან მიმართებაში იყო განსაზღვრული.

გასათვალისწინებელია რამოდენიმე ფაქტორი. აქ არის გასათვალისწინებული ენერგოკორიდორი, რომლის შემადგენელი ნაწილი საქართველოა. ჰიდრორესურსები, რომელიც ჩვენს რეგიონში იაპონიის ტრაგედიის შემდეგ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. უფრო მეტი ქვეყანა აცხადებს იმას, რომ ისინი აღარ ააშენებენ ატომურ სადგურებს ან არსებულ ატომურ სადგურებს დახურავენ. საქართველოს ჰიდრორესურსებს უფრო დიდი როლი ენიჭებათ.

საუბარია იმაზე, რომ საქართველომ მომავალში აღმოსალეთ ევროპის მთავარი ენერგომიმწოდებლის, ელექტროენერგიის მიმწოდებლის როლი შეიძლება ითამაშოს.

ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან კარგი ფორუმი იყო. კიდევ ერთხელ წარსდგა საქართველო, როგორც ერთერთი ევროპის ენერგოუსაფრთხოების ფორმულის ნაწილი, რაც კიდევ უფრო მეტ ინვესტიციას მოიტანს ჩვენს ქვეყანაში."

პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური