საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2011 წლის სხდომები

2011 წლის 21 აპრილის მთავრობის სხდომა

2011 წლის 21 აპრილსი მთავრობის სხდომა2011 წლის 21 აპრილს საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგში 58 საკითხი იყო შეტანილი. დღის წესრიგი.

სხდომის დაწყებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა ხუდონჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით ისაუბრა. გთავაზობთ პრემიერ-მინისტრის ისტყვას:

„მოგესალმებით. მთავრობის სხდომის დაწყებამდე, საზოგადოებას და მთავრობის წევრებს ერთერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი საკითხის შესახებ, რომელსაც დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განვიხილავთ ინფორმაცია მინდა მივაწოდო. ეს არის ხუდონჰესის მშენებლობის საკითხი.

1,5 წლის წინ ინდურ კომპანიასთნ „კონტინენტ ენრჯისთან" ხელშეკრულება გავაფორმეთ, ამ კომპანიას ხუდონჰესის მშენებლობასთნ დაკავშირებით ტექნიკურ-ეკონომიკურ შესწავლა უნდა გაეკეთებინა: რამდენად შესაძლებელია ხუდონის მშენებლობა, რამდენად კომერციულად მომგებიანი შეიძლება იყოს ხუდონის მშენებლობა დღევანდელ ეკონომიკურ პირობებში.

შესწავლა რამოდენიმე კვირის წინ დასრულდა. მას შემდეგ ხელშეკრულებაზე ვაწარმოებთ ძალიან კონკრეტულ მოლაპარაკებებს. დღეს ეს ხელშეკრულება მთავრობის სხდომაზე ენერგეტიკის მინისტრს გამოაქვს იმისათვის, რომ „კონტინენტალ ენერჯისთან" უკვე ხუდონის მშენებლობაზე გავაფორმოთ ხელშეკრულება. შესწავლამ დაადასტურა, რომ ხუდონის მშენებლობა არის მომგებიანი, მიუხედავად იმისა რომ საკმაოდ დიდი ინვესტიციები იქნება განხორციელებული და საკმაოდ რთული იქნება მისი მშენებლობა. ტექნიკურადაც შესაძლებელია მისი მშენებლობის განხორციელება და ეკონომიკურადაც მისაღებია დღევანდელი ბაზრის გათვალისწინებით.

უახლს დღეებში დავდებთ ხელშეკრულებას ხუდონის მშენებლობაზე, რომელიც ნიშნავს იმას, რომ წინასამშენებლო სამუშაოები დაიწყება წელს ზაფხულში, ხოლო თავად ხუდონის მშენებლობა დაიწყება მომავალ წელს.

ეს არის 650 მგვტ-იანი პროექტი. მოგეხსენებათ, რომ არსებობდა ხუდონის მშენებლობის რამოდენიმე პროექტი. იყო 600 მგვტ-იანი, 650-იანი, 700 მგვტ-იანი. ეს არის 650 მგვტ-იანი ვარიანტი, რომელზეც საბოლოოდ შეჩერდა ტექნიკური დიზაინი. ჯამში ინვესტიცია შეადგენს 1 მლრდ დოლარამდე, რაც იქნება ერთერთი ყველაზე დიდი საინვესტიციო პროექტი საქართველოში.

მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ პროექტზე მუშობდა ამ პერიოდის განმავლობაში. არც თუ ისე მარტივი იყო ეს შესწავლა, მოლაპარაკების წარმოება. ყველა დეტალი დასრულებულია და დღეს მთავრობაზე ერთერთ მთავარ საკითხად ხუდონის მშენებლობას განვიხილავთ."

პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური