საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2011 წლის სხდომები

2011 წლის 21 იანვრის მთავრობის სხდომა

2011 წლის 21 იანვრის მთავრობის სხდომა 2011 წლის 21 იანვარს საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგში 65 საკითხი იყო შეტანილი. დღის წესრიგი.

სხდომის დაწყებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა აბუ დაბიში ვიზიტი შეაჯამა გთავაზობთ პრემიერ-მინისტრის სიტყვას:

„მთავრობის სხდომის საკითხებამდე, საზოგადოებას და მთავრობის წევრებს ორიოდე სიტყვით აბუ დაბიში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია მინდა მივაწოდო, ენერგეტიკული კონფერენცია გაიმართა. ეს კონფერენცია აბუ დაბიში მეოთხეჯერ ჩატარდა და საკმაოდ წრმომადგენლობითი იყო. ძალიან ბევრი ქვეყნის პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი დაესწრო მას. კონფერენცია ალტერნატიული ენერგიის წყაროებს ეძღვნებოდა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ რეგიონში საქართველოს მნიშვნელობას, როგორც ჰიდრორესურსის პოტენციალის მქონე ქვეყანას კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი.

ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც ეს პოტენციალი გააჩნია, ძალიან მნიშვნელოვანია ამ სექტორში და ჩვენს ქვეყანაში დამატებითი ინვესტიციების მოზიდვა.

ხაზი მინდა გავუსვა, რომ საქართველოში 5-ი ჰიდროსადგურის მშენებლობა გასულ წელს უკვე დაიწყო. 5 დამატებითი ჰიდროსადგურის მშენებლობა დაიწყება წელს. იმედი მაქვს, რომ ამ ვიზიტის შემდეგ არაბული ქვეყნებიდან, არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან დამატებითი ინვესტორები გვეყოლება, რომლებიც დამატებითი ჰიდროსადგურების მშენებლობის დაწყებაზე სურვილს გამოთქვამენ.

გვქონდა შეხვედრები დუბაის შეიხთან და აბუ დაბის შეიხთან. დიალოგი მიეძღვნა საინვესტიციო გარემოს, იმ ინვესტიციებს, რომლებსაც ახორციელებენ ამ ქვეყნის კომპანიები საქართევლოში. მინდა ხაზი გავუსვა, რომ საქართველოში ეს ქვეყანა არის ყველაზე მსხვილი ინვესტორი. მათ ინვესტიციები განხორციელებული აქვთ როგორც ფოთის პორტში, ასევე ტურისტულ ინფრასტრუქტურაში, საბანკო სექტორში, ტელეკომუნიკაციების სექტორში. ისინი დღეს ერთერთი მთავარი ინვესტორები არიან საქართველოში და იმედი მაქვს, რომ მომავალში ეს ინვესტიციები კიდევ უფრო გაიზრდება.

ძალიან მნიშვნელოვანი იყო ბან კი-მუნთან შეხვედრა - გაეროს გენერალურ მდივანთან. დიალოგი ძირითადად ჟენევის მოლაპარაკებებს, ჟენევის ფორმატს მიეძღვნა და ძალიან მნიშვნელოვანია მისი პირადი მხარდაჭერა საქართველოსადმი, რომელსაც მან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ."

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური