პრემიერ–მინისტრი იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულს –გუბერნატორს შეხვდა ამოსაბეჭდი ვერსია

პრემიერ–მინისტრი იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულს –გუბერნატორს შეხვდა2011 წლის 21 დეკემბერს ქ. ქუთაისში მთავრობის ახალ სახლში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულს - გუბერნატორს ლაშა მაქაცარიას, ქუთაისის მერს გიორგი თევდორაძეს და იმერეთის
მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრაზე 2012 წელს იმერეთში განსახორციელებელი პროექტები განიხილეს. ასევე ისაუბრეს ბიუჯეტიდან იმერეთისთვის განსახორციელებელი თანხის ხარჯვის გეგმაზე.

"მოგესალმებით. მთავრობის სხდომის შემდეგ იმერეთის რაიონის წარმომადგენლებთან გვაქვს შეხვედრა. ასეთი შეხვედრების გაგრძელებას მთელი რეგიონების მასშტაბით ვაპირებთ.

2011 წელი მთავრდება, აუცილებლად უნდა შეჯამდეს, რა გაკეთდა, რა მიღწევები გვაქვს, რა პრობლემებია და რას ვაპირებთ 2012 წელს. მნიშვნელოვანი წელია, ბევრი დაპიპრემიერ–მინისტრი იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულს –გუბერნატორს შეხვდარებაა გაცემული, შედგენილია 2012 წლის კარგი ბიუჯეტი. განსახილველია, რა პროექტები უნდა შევიდეს ბიუჯეტში, რა უნდა შევიდეს რეგიონების ფონდში.

ჯამში იმერეთის რეგიონისთვის ბიუჯეტში 466 მლნ ლარი არის გამოყოფილი. აქ არ შედის კერძო სექტორის მიერ განხორციელებული ინვესტიციები, ეს არის მხოლოდ სახელმწიფო კომპანიები, სახელმწიფო ბიუჯეტი.

აღსანიშნავია ორი პროექტი: სამტრედია-ზესტაფონის გზა, რომელზეც 90 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება და გაზსადენი, რომელზეც 45 მლნ ლარი დაიხარჯება. საუბარია დიდ პროექტებზე, რომლებიც არა მხოლოდ რეგიონალური მასშტაბის, არამედ ქვეყნის მასშტაბისაა. ეს პროექტები იმერეთის რეგიონში განხორციელდება და ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება მათ განხორციელებაზე.

2012 წელს განსაზღვრული გვაქვს სოფლის დახმარების პროგრამა, რომელიც გასულ წლებშიც გვქონდა. გაზრდილია ამ პროგრამის დაფინანსება. გათვალისწინებული გვაქვს ენერგო-პროს, სოკარის და იტერას ვალდებულებები - გაზიფიცირება, ინდივიდუალური გამრიცხველიანება. არსებული გეგმის მიხედვით მომავალ წელს იმერეთის რეგიონში გათვალისწინებულია 25 ათას 900 ახალი აბონენტისთვის ინდივიდუალური მრიცხველების დაყენება და დამატებით 9500 ახალი აბონენტის გაზიფიცირება. ეს არის ჯერჯერობით ის მონაცემები, რომლებიც სოკართან, იტერასთან და ენერგო-პროსთან მოლაპარაკებების შედეგად გაგვაჩნია," - აღნიშნა ნიკა გილაურმა შეხვედრაზე.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური