საქართველოს პრემიერ–მინისტრმა TBC ბანკში გამართულ სემინარში მონაწილეობა მიიღო ამოსაბეჭდი ვერსია

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა TBC ბანკში გამართულ სემინარში მონაწილეობა მიიღო2011 წლის 2 დეკემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა TBC ბანკში გამართულ სემინარში მონაწილეობა მიიღო. სემინარზე განიხილა ვარშავის საფონდო ბირჟის საქმიანობა და მის მაგალითზე საქართველოში ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივები.

"საქართველოსთვის, ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანი წელია. მსოფლიოს ეკონომიკა ქვევით მიდის, ჩვენ კი ეკონომიკური ზრდის პარამეტრები გავზარდეთ. ვფირობთ, რომ 6%-ზე ზევით გაიზრდება საქართველოს ეკონომიკა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში უფრო მეტი ინვესტორი მოდის. საერთშორისო ინვესტიციების მხრივ მესამე კვარტალი იყო რეკორდულად მაღალი.

გარდა პირდაპირი ინვესტიციებისა არსებობენ ე.წ. პორტფელური ინვესტორები, რომლებსაც ძალიან აინტერესებთ საქართვლოში ინვესტიციების განხორციელემა. ამის მექანიზმი, ხშირ შემთხვევაში, მხოლოდ საფონდო ბირჟაა. დღეს, ქართული კომპანიები ლონდონის საფონდო ბირჟაზე ვერ გადიან.

გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ვარშავის საფონდოი ბირჟა ერთერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია, მსხვილია, ლიდერია აღმოსავლეთ ევროპაში. რაც ქართულ კომპანიებს მარტივ საშუალებას აძლევს
დამატებით რამოდენიმე ასობით მილიონი დოლარი შემოიტანონ საქართველოში.

ძალიან საინტერესოა ვარშავის საფონდო ბიჟის განვითარების პროცესი. ჩვენ მივედით იმ ეტაპზე, როდესაც ახალ ეკონომიკურ განვითარებაზე გადავიდეთ, რაც ზუსტად საფონდო ბირჟის განვითარებას ეხება. საქართველოს პრემიერ–მინისტრმა TBC ბანკში გამართულ სემინარში მონაწილეობა მიიღო

სამწუხაროდ, ქართული საფონდო ბირჟის განვითარება ჯერ მხოლოდ ჩანასახშია. გვინდა გავიზიაროთ ვარშავის გამოცდილება. ძალიან მოკლე პერიოდში საფონდო ბირჟის განითარების თვალსაზრისით ვარშავა გახდა ლიდერი აღმოსავლეთ ევროპაში.

ვფიქრობ, თუ თბილისში განვითარდება ასეთი მიმართულება, საქართველო ჩამოყალიბდება რეგიონის არა მარტო ტურისტულ და სავაჭრო ცენტრად, არამედ ჩამოყალიბდება რეგიონის ფინანსულ ცენტრადაც. ჩვენი მიზანია, რომ საქართველო ჩამოყალიბდეს რეგიონალურ ტურიზია, ვაჭრობის, ლიჯისტიკის, ენერგეტიკის და საფინანსო ცენტრად.

ამ გამოცდილების გაზიარება საქართველოს დიდ წინ გადადგმულ ნაბიჯებს მოუტანს მომავალში," - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სემინარის შემდეგ.

პოლონური მხრიდან სემინარს ესწრებოდნენ პოლონეთის ხაზინის მინისტრის მოადგილე კრიშტოფ ვალენჩაკი, ვარშავის საფონდო ბირჟის ბაზრის განვითარების დეპარტამენტის მოადგილე რობერტ კვიატკოვსკი და პოლონეთის ფასიანი ქაღალდების ეროვნული დეპოზიტარის საერთაშორისო კლიენტებთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი მაიკლ ლუკასი.

 პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური