საქართველოს მთავრობა – 2011 წლის სიახლეები

პრემიერ–მინისტრი Economist conferences–ს მიერ გამართულ სამიტზე ამოსაბეჭდი ვერსია

პრემიერ–მინისტრი Economist conferences–ს მიერ გამართულ  სამიტზე2011 წლის 17 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური Economist conferences-ს მიერ სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" გამართულ თბილისის სამიტზე "საქართველოს განვითარებადი პრემიერ–მინისტრი Economist conferences–ს მიერ გამართულ  სამიტზეეკონომიკა: ხედვა და ანალიზი" სიტყვით გამოვიდა.

პრემიერ-მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას საქართველოს საინვესტიციო გარემო გააცნო და ქვეყნის მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე და ბიზნესგარემოზე ისაუბრა.

სიტყვით გამოსვლის შემდეგ ნიკა გილაურმა მედიის წარმომადგენლებს განუცხადა, რომ "საქართველოში კონფერენცია ეკონომისტის ინიციატივით ჩატარდა.

"კონფერენცია რეფორმებს, ეკონომიკურ ზრდას ეძღვნება. იმ მდგომარეობაში, როდესაც მსოფლისო ეკონომიკური ვითარება მარტივი არ არის, ეს ფაქტი აღნიშნავს, რომ საქართველო რეფორმების და ჩვენი რეგიონის ლიდერად, კარგი მაკროეკონომიკური სურათის მქონე ქვეყნად ჩამოყალიბდა.

შესაბამისად, ჩვენს მეზობელ ქვეყნებს ძალიან ბევრი რამ შეუძიათ ისწავლონ ჩვენგან რეფორმების მხრივ. ამას ეძღვნება დღევანდელი შეხვედრა, კონფერენცია. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მის ორგანიზატორებს," - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური