საქართველოს მთავრობა – 2011 წლის სიახლეები

პრემიერ–მინისტრი სამხრეთ კავკასიაში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების კონფერენციაზე ამოსაბეჭდი ვერსია

პრემიერ–მინისტრი სამხრეთ კავკასიაში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების კონფერენციაზე2011 წლის 10 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა სამხრეთ კავკასიაში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისადმი პრემიერ–მინისტრი სამხრეთ კავკასიაში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების კონფერენციაზემიძღვნილი კონფერენცია გახსნა.

კონფერენციაში, რომელიც საქართველოს რეგიონული განვითარების, ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და მსოფლიო ბანკის ორგანიზებით ჩატარდა, აზერბაიჯანისა და სომხეთის მხარეები მონაწილეობენ.

პრემიერ–მინისტრი სამხრეთ კავკასიაში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების კონფერენციაზეშეხვედრაზე განიხილეს სარკინიგზო და საავტომობილო სფეროში საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის ინფრასტრუქტურის განვითარების პერსპექტივები.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ "საქართველო რეგიონის კარიბჭეა."
პრემიერ–მინისტრი სამხრეთ კავკასიაში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების კონფერენციაზე
"აზერბაიჯანისთვის, სომხეთისთვის, ასევე კარიბჭე არის ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის. ამიტომ, ყოველი ნაბიჯი, ყოველი ახალი პროექტი არის დამატებით შემოსული თანხები, დამატებითი ინვესტიციები საქართველოში და დამატებით შექმნილი სამუშაო ადგილები. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ რეგიონში სწორად და კოორდინირებულად გავაკეთოთ ყველა პროექტის დაგეგმარება," - განაცხადა ნიკა გილაურმა კონფერენციის შემდეგ.

 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური