საქართველოს მთავრობა – 2011 წლის სიახლეები

პრემიერ–მინისტრი ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომაზე ამოსაბეჭდი ვერსია

 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური და  ნატო-ს გენერალურ მდივანი ანდრეს ფოგ რასმუსენი 2011 წლის 9 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური საქართველოში ვიზიტით მყოფ ნატო-ს გენერალურ მდივანს ანდრეს ფოგ რასმუსენს პირისპირ შეხვდა და ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური საქართველოში ვიზიტით მყოფ ნატო-ს გენერალურ მდივანს ანდრეს ფოგ რასმუსენს პირისპირ შეხვდა

გთავაზობთ პრემიერ-მინისტრის სიტყვას:

"მოგესალმებით, პატივცემულო სტუმრებო. ჩემთვის დიდი პატივია თქვენი მასპინძლობა. ეს კომისია 2008 წელს შეიქმნა და ეფექტურად მუშაობს. მსურს ხაზი გავუსვა იმას, რომ ქართველი ჯარისკაცები იბრძვიან ნატოს მოკავშირეების გვერდზე და უსაფრთხოებაში საქართველოს შეაქვს თავისი წვლილი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური საქართველოში ვიზიტით მყოფ ნატო-ს გენერალურ მდივანს ანდრეს ფოგ რასმუსენს პირისპირ შეხვდა მესიჯი, რომელიც მსურს გადმოგცეთ მდგომარეობს იმაში, რომ საქართველოს მისწრაფება ნატოსკენ არ არის რომელიმე პოლიტიკური პარტიის პრიორიტეტული საკითხი. ეს არ არის მხოლოდ ამ მთავრობის პრიორიტეტული საკითხი. ეს არის მთელი საზოგადოების და მთელი ქვეყნის კონსენსუსის საკითხი. ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით მოსახლეობის 80% საქართველოს ნატოსკენ მისწრაფებას მხარს უჭერს. ბუქარესტის სამიტის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. საქართველოში ბევრი რეფორმა განხორციელდა. პრემიერ–მინისტრი ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომაზე

დღის წესრიგში განიხილება საკითხები, რომლებიც ეხება სასამართლოს, ეკონომიკას. მსოფლიო ბანკის მიხედვით ვართ ნომერ პირველი რეფორმატორი ქვეყანა ამ რეფორმების განხორციელების გზით. მოხდა ბიუროკრატიის რეფორმირება. ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმა არის კორუფციასთან ბრძოლა. Transparency International-ის ინფორმაციით, საქართველო არის ყველაზე ნაკლებად კორუმპირებული ქვეყანა მსოფლიოში. მხოლოდ 3%-ს მიაჩნია, რომ კორუფცია არსებობს. ისეთ პოზიციაში ვართ, როგორც დიდი ქვეყნები, დიდი ბრიტანეთი და სხვები.

 პრემიერ–მინისტრი ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომაზერეფორმები გვაქვს ყველა სფეროში. ეს წარმატებულია ჩვენთვის როგორც ეკონომიკური, ისე სხვა მხრივ. ყველა რეფორმა დასრულებული არ არის. მნიშვნელოვანია უმუშევრობა, ეკონომიკური პრობლემები, მაგრამ მაკროპარამეტრების მიხედვით საქართველო შესაძლებელია მიჩნეულ იყოს ერთ-ერთ ჯანსაღ ქვეყანად მსოფლიოში.

ჩვენ ვართ ჩვენი რეფორმების ექსპორტიორები. ბევრი ქვეყანა ამბობს, რომ კორუფცია, არადემოკრატიული ინსტიტუციაა, ადამიანის უფლებების დაუცველობა არის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი. ასე იყო საქართველოშიც, მაგრამ დაახლოებით 7 წლის განმავლბაში დავამტკიცეთ, რომ გვინდა ვიყოთ პრო-ნატოს მიმდევარი, პრო-ევროკავშირის მიმდევარი. ეს არის მთავარი მიღწევები. ბევრი ქვეყანა ჩვენს გარშემო უკრაინა, მოლდოვა, არაბეთის ქვეყნები ჩამოდიან საქართველოში, რომ ისწავლონ საქართველოს რეფორმები, როგორ ებრძოლონ კორუფციას. ეს არის მნიშივნელოვანი ნაბიჯები, რომელიც გადაიდგა."

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური