საქართველოს მთავრობა – 2011 წლის სიახლეები

საქართველოს პრეიმერ-მინისტრი მასწავლებლის სახლში საჯარო სკოლების მასწავლებლებს შეხვდა ამოსაბეჭდი ვერსია

საქართველოს პრეიმერ-მინისტრი მასწავლებლის სახლში  საჯარო სკოლების მასწავლებლებს შეხვდა2011 წლის 29 ოქტომბერს საქართველოს პრეიმერ-მინისტრი მასწავლებლის სახლში საჯარო სკოლების მასწავლებლებს შეხვდა. ნიკა გილაურმა და დიმიტრი შაშკინმა საქართველოს პრეიმერ-მინისტრი მასწავლებლის სახლში  საჯარო სკოლების მასწავლებლებს შეხვდაპედაგოგებს საქართველოს სტრატეგიული განვითარების "ათპუნქტიანი გეგმა - მოდერნიზაციისა და დასაქმებისათვის" დეტალები გააცნეს.

„სერტიფიცირებულ მასწავლებელს ეძლევა 75 ლარიანი დანამატი, მასწავლებელს, რომელიც ჩააბარებს ინგლისურს და კომპიუტერს, ეძლევა დამატებით 125 ლარიანი დანამატი, ანუ ჯამში 200 ლარიანი დანამატი, ხოლო 25% საუკეთესო ქულების მქონე მასწავლებლები იღებენ 1000 ლარიან ხელფასს.

საქართველოს პრეიმერ-მინისტრი მასწავლებლის სახლში  საჯარო სკოლების მასწავლებლებს შეხვდა6 წლის წინ ჩემთვის რომ ეთქვათ, საქართველოში 1000 ლარიანი ხელფასის მქონე მასწავლებელი იარსებებსო, არ საქართველოს პრეიმერ-მინისტრი მასწავლებლის სახლში  საჯარო სკოლების მასწავლებლებს შეხვდადავიჯერებდი. დღეს ეს რეალობაა და გვინდა, რომ ეს იყოს გავრცელებული.
ჩვენი მიზანია, რომ მასწავლებელი იყოს არამარტო პრესტიჟული სამსახური, არამედ მასწავლებელს ასევე ჰქონდეს შესაბამისი ანაზღაურება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართული ენა ყველამ იცოდეს. ჩვენთვის არის საქართველოს მოქალაქე ყველა, ვინც საქართველოში ცხოვრობს. მაგრამ იმისათვის, რომ მოხდეს მათი სრული ინტეგრაცია საზოგადოებაში, აუცილებელია, რომ მათ ქართული იცოდნენ. ეს თვითონ უნდათ. ძალიან ბევრს დავდივარ რაიონებში და ვხედავ, რომ მოსახლეობას აქვს ქართული ენის ცოდნის სურვილი....

საქართველოს პრეიმერ-მინისტრი მასწავლებლის სახლში  საჯარო სკოლების მასწავლებლებს შეხვდაერთს დავამატებდი აუციელბლად, ეს არის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რომელსაც ვქმნით ახლა და რომელიც ახალი ნაბიჯია. ეს უნივესრიტეტი გახდება არამარტო საგანმანათლებლო რეგიონალური ცენტრი, არამედ სამეცნიერო. იდეა არის, რომ საქართველოში დავაარსოთ უახლოესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი უნივერსიტეტი, რომელიც მთავარ ფოკუსს გააკეთებს საინჟინრო დისციპლინებზე, საინფორმაციო ტექნოლოგიებზე და აგროტექნოლოგიებზე. ამ სამ მიმართულებაზე იმიტომ, რომ დღეს მსოფლიოში ინვესტორები, ბიზნესმენები ამ სამ მიმართულებას ეძებენ," - აღნიშნა ნიკა გილაურმა პედაგოგებთნ შეხვედრაზე.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური