საქართველოს მთავრობა – 2011 წლის სიახლეები

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა პენსიების ზრდასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს ამოსაბეჭდი ვერსია

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმაპენსიების ზრდასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს 2011 წლის 13 სექტემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ანდრია ურუშაძემ პენსიების ზრდასთან დაკავშირებით ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.

გთავაზობთ პრემიერ-მინისტრის სიტყვას:

"მოგესალმებით. 15 სექტემბერს დაიწყება სექტემბრის თვის პენსიების გაცემა. პირველად საქართველოს ისტორიაში მინიმალური თანხა 100 ლარი იქნება. თბილისში მინიმალური პენსია გაიზრდება 10 ლარით, რეგიონებში - 20 ლარით.

აღსანიშნავია, რომ ყველა სოციალური შეღავათი იქნება შენარჩუნებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ათობით, ათასობით პენსიონერს ექნება 100 ლარზე უფრო მეტი, ხოლო მინიმალური საზღვარი 100 ლარი იქნება.
საქართველოს პრემიერ–მინისტრმა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმაპენსიების ზრდასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს
რეფორმა 670 ათასზე მეტ პენსიონერს და 24 ათას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს შეეხება. გადაწყვეტილება მივიღეთ გაზაფხულზე, დაახლოებით 35 მილიონი ლარი სმობილიზება მოვახდინეთ და ყოველთვიურად სოციალურ ბიუჯეტს 13 მლნ ლარი დაემატება.

ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ბოლო4-5 წლის განმავლობაში პენსია 7-ჯერ გაიზარდა. ცოტა ხნის წინ პენსია შეადგენდა 14 ლარს. მას შემდეგ რამოდენიმეჯერ მოხდა ზრდა: 28 ლარი, 55 ლარი.
დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მინიმალური პენსია საქართველოში იქნება 100 ლარი."

ანდრია ურიშაძე: "15 სექტემბრიდან მომსახურე ბანკის ყველა ფილიალი მზად იქნება საპენსიო თანხა უკვე გაზრდილი ოდენობით გასცეს. ყველა ის პენსიონერი, ვისაც სხვადასხვა მიზეზის გამო არ შეუძლია თავად მივიდეს საბანკო ფილიალებში, ჩვენი მომსახურე ბანკის მიერ უზრუნველყოფილი იქნება პენსიის სახლში მიტანით.

ეს ერთერთი მომსახურების ფორმაა, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ იმ პენსიონერებს, რომლებსაც გადაადგილება არ შეუძიათ. ტექნიკურად და ლოგისტიკურად ყველაფერი მზად არის იმისათვის, რომ ჩვენი სამინისტროს მიერ მნიღებული დავალება დადგენილ ვადებში შესრულდეს."

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური