საქართველოს მთავრობა – 2011 წლის სიახლეები

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ნიკა გილაური მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებს შეხვდა ამოსაბეჭდი ვერსია

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ნიკა გილაური მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებს შეხვდა2011 წლის 19 ივლისს მთავრობის კანცელარიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ნიკა გილაურმა აღნიშნა: "რამოდენიმე დღის წინ შევთანხმდით, რომ ამ კომისიების ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით შევხვდებოდით.

დღეს სამუშაო შეხვედრა გვქონდა. გავიარეთ დეტალები, რის მიხედვით კომისიამ მომავალში უნდა იმუშაოს.

შევთანხმდით, რომ გვექნება ერთი ძირითადი კომისია, რომელიც 4 მიმართულებოთ იმუშავებს. ოთხივე კომისიის სამუშაო მანდატი უკვე განვსაზღვრეთ. უახლოეს მომავალში კიდევ ერთი სასაქართველოს პრემიერ–მინისტრი ნიკა გილაური მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებს შეხვდამუშაო შეხვედრა გვექნება, სადაც დეტალებში გავწერთ კომისიის მუშაობის ფუნქციებს და მომავალ შეხვედრებს.

კომისია 4 სხვადასხვა მიმართულებით იმუშავებს: ქართული ეკლესიის სტატუსი საერთაშორისო არენაზე, საზღვარგარეთ; მეორე უკვე არსებული კომისია, რომელსაც ქონების განმსაზღვრელი კომისია და მას ქვეკომისია დაემატება; შენობა-ნაგებობების, კულტურული ძეგლების განმსაზღვრელი კომისია, მეოთხე - მონიტორინგის კომისია. "

შეხვედრის შემდეგ მიტროპოლიტმა თევდორე ჭუაძემ განაცხადა: "ბატონმა ნიკამ აღნიშნა, რომ ჩვენ შევიკრიბეთ, რათა კომისიების თაობაზე ჩამოვყალიბებულიყავით. ჩამოვყალიბდით ძირითად პრინციპებზე. შემდეგში ვიმუშავებთ კომისიების დაკომპლექტებაზე, დებულების შექმნაზე, რომელიც კომისიების მუშაობას განსაზღვრავს და რაც შეიძლება ეფექტურად ვიმუშაოთ საკითხებზე, რომელიც არსებობს და აწუხებს ეკლესიას იყოს ამ კომისიაზე გადაწყვეტილი".

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური