საქართველოს მთავრობა – 2011 წლის სიახლეები

საკადრო ცვლილება მთავრობაში ამოსაბეჭდი ვერსია

პრემიერ–მინისტრმა ახალი ფინანსთა მინისტრი წარადგინა2011 წლის 17 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა საკადრო ცვლილებასთნ დაკავშრებით მთვრობის კანცელარიაში ბრიფინგი გამართა. გთავაზობთ პრემიერ-მინისტრის სიტყვას:

„მოგესალმებით.საქართველოს მთვრობაში ცვლილება მინდა გაგაცნოთ. კახა ბაინდურაშვილმა გადაწყვიტა, რომ ამ ეტაპზე კერძო სექტორში გააგრძელებს მოღვაწეობას. პირველ ეტაპზე ის საქართველოს ფოსტის სამეთვალყურეო საბჭოს თვმჯდომარედ წავა. ძლიან კარგია, რომ რეფორმები ამ ორგანიზაციასაც შეეხება.

პირველ რიგში, კახას ძლიან დიდი მალდობა მინდა გადავუხადო იმ სამუშაოსთვის, რომელიც მან გაწია მთელი ქვეყნისთვის ბოლო ამ წლების განმავლობაში. 2009 წელი მთელი მსოფლიოსთვის ეკონომიკურად ყველაზე რთული წელიწადი იყო, საქართველო კრიზისიდან მაშინ გამოვიდა ყველაზე სწრაფად, ყველაზე კარგად. ერთერთი მთავარი დამსახურება კახასია. 2009 წელს ფისკალური სტიმულირების პაკეტი განხორციელდა, რომელმაც ქვეყანა ეკონომიკური კრიზისიდან გამოიყვანა. მას შემდეგ მოხდა ეკონომიკის ზრდა, ერეთერთი ყველაზე მაღალი ზრდა დაფიქსირდა საქართველოში 2010 წელს. ახლა საქართველოს ბიუჯეტის დეფიციტი 9.2%-დან 3.4%-მდე შემცირებულია, ეს მთლიანად მისი დამსახურებაა.

გარდა ამისა, საგარეო ვალის მენეჯმენტი, ეს პრობლემა საერთოდ მოხსნილია; ახალი საგადასახადო კოდექსი, ახალი სერვისები, ელექტრონული მომსახურება, საბაჟოს პრობლემის გაქრობა. ძალიან ბევრი რეფორმა ჩატარდა ფინანსთა სამინისტროში, ეს კახას დამსახურებაა და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მას ამ სამუშოსთვის.

რაც შეეხება მის შემცვლელს, წარმოგინგენთ დიმიტრი გვინდაძეს. ის ფინანსთა სამინისტროში 6 წელზე მეტი მუშაობს. აქამდე მას საგარეო ვალის პრობლემატიკა ქონდა ჩაბარებული .

საქართველო წელს ამაში ძალზე წარმატებული იყო რამოდენიმე თვის წინ, როდესაც 10 წლიანი ევრობონდი გამოვუშვით, რაცერთერთი ყველაზე წარმატებული ტრანზაქცია იყო მსოფლიო საფინანსო ბაზრებზე წლევანდელი წლის განმავლობაში. ეს დიმას დამსახურებაა. როგორც გახსოვთ, 2008 წელს ჩატარდა კონფერენცია, სადაც საქართველოსთვის გამოიყო 4,5 მლირ დოლარი. ყველა დარწმუნებული იყო, რომ ამის ათვისებას საქართველო ვერ შეძლებდა, ძალიან ბევრი პრობლემა იყო.

დიმას დამსახურებაა, რომ ამ პერიოდის განმავლობაში 4,5 მლრდ დოლარიდან 2-ზე მეტი საქართველოში უკვე ჩამოსულია, დარჩენილ თნხებს საქართველო მიიღებს დანარჩენი წლების განმავლობაში.

ძალიან რთული და დიდი სამუშო შეასრულა დიმამ ამ მიმართულებით. ასეთი წარმატებული სამუშაოსთვის გადავწყვიტეთ მისი დაწინაურება. ის უახლოეს დღეებში შეუდგება ფინანსთა მინისტრის პოზიციაზე სამსახურს საქართველოსთვის."


პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური