საქართველოს მთავრობა – 2011 წლის სიახლეები

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა ამოსაბეჭდი ვერსია

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა2011 წლის 13 აპრილს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში" საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე გაიმართა საგადასახადო სფეროში დაგეგმილი სიახლეების პრეზენტაცია.

გთავაზობთ პრემიერ-მინისტრის სიტყვას:

„შემოსავლების სამსახურის ახალ უფროსს ჯაბა ებანოიძეს მადლობა მინდა გადავუხადო, რადგანაც ამ თანამდებობაზე დანიშვნიდან ძალიან მოკლე პერიოდში მნიშვნელოვანი ინიციატივებით შემოსვლა, კერძო სექტორისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და მტკივნეული პრობლემების წამოწევა და მათი გადაჭრის (გზების) შემოთავაზება შეძლო.

კერძო სექტორთან ვიმუშავეთ, ძალიან ბევრი შეხვედრა გვქონდა როგორც შემოსავლების სამსახურს, ასევე მე და ფინანსთა სამინისტროს. რამოდენიმე პრობლემის იდენტიფიცირება მოვახდინეთ, რომელიც განსაკუთრებულად აწუხებს კერძო სექტორს. ვთავაზობთ ამ პრობლემების გადაწყვეტის ძალიან ეფექტურ ვარიანტს.

ახალი კურსის ინიციატივა, რომელიც გასული წლის ნოემბრის თვეში გამოვაცხადეთ, გრძელდება. მას შემდეგ ძალიან ბევრი სიახლე შევთავაზეთ კერძო სექტორს. მაგალითად, ახალი საგადასახადო კოდექსი, რომელიც კერძო სექტორთან ერთად იყო დაწერილი. და სიახლეები გრძელდება. გვინდა გადავწყვიტოთ ნებისმიერი პრობლემა, რომელიც კერძო სექტორს შემოსავლების სამსახურთან ურთიერთობისას აქვს.

რა თქმა უნდა, ეს ერთ დღეში ვერ გაკეთდება, მას გარკვეული დრო სჭირდება. მომდევნო თვეების განმავლიბაში საზოგადოებას და კერძო სექტორს კიდევ რამოდენიმე სიახლეს შევთავაზებთ.

პირველი და ერთერთი უმნიშვნელოვანესი სიახლე, რომელიც დღეს წარმოვადგინეთ არის აუდიტორული შემოწმების აუტ-სორსინგი. კომპანიას, რომელსაც აქვს სურვილი, შეუძლია მიმართოს ლიცენზიის მქონე სხვა კერძო აუდიტორულ ან საკონსულტაციო კომპანიას, რომ საგადასახადო შემოწმება ჩაუტაროს არა შემოსავლების სამსახურმა, არამედ სხვა აუდიტორულმა ან საკონსულტაციო კომპანიამ. აუდიტორულ ან საკონსულტაციო კომპანიას შემოსავლების სამსახურში ლიცენზია წინასწარ აღებული უნდა ქონდეს.
ამბობდნენ, რომ საგადასახადო შემოვიდა, დაგვლუქეს, პრობლემები შეგვიქმნეს და იმის გამო, რომ საგადასახადო შემოსულია გაყიდვები შეგვიმცირდა. ეს საერთოდ მოისპობა. კერძო კომპანიების სურვილის შემთხვევაში მას აუდიტორული ან საკონსულტაციო კომპანია შეამოწმებს. მათ მიერ შედგენილი შემოწმების აქტი ჩაითვლება შემოსავლების სამსახურის მიერ შემოწმებულ აქტად.

ეს ინიციატივა არის პილოტურ რეჟიმში. შემდეგი 3-6 თვის განმავლობაში მოხდება პილოტირება. 3-6 თვის შემდეგ ნებისმიერ კერძო კომპანიას თავისი შემოწმების განხორციელება ამ რეჟიმში შეეძლება.საქართველოს პრემიერ–მინისტრი ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა

აგრეთვე ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა: თუ კომპანიას შეამოწმებს აუდიტორული ან საკონსულტაციო კომპანია, მას ჯარიმების ნაწილი არ დაერიცხება. თუ საშემოსავლო სამსახური შეამოწმებს - ჯარიმები დაერიცხებათ. კერძო სექტორს უფრო მეტი მოტივაცია გვინდა მივცეთ, რომ მათ ეს ინიციატივა მალე გამოიყენონ. ფასს თავად ბაზარი განსაზღვრავს. იქნება რამოდენი აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია, ამ კომპანიებს შორის ფასთან დაკავშირებით იქნება კონკურენცია. ფასს ჩვენ არ განვსაზღვრავთ.

კიდევ ერთი სიახლე, რომელიც ძალიან დააინტერესებს კერძო სექტორს ტექნიკური დანაკარგებთან არის დაკავშირებული. თუ კომოპანიას რამე ტექნიკური დანაკარგი გააჩნდა, ხშორ შემთხვევში ის რეალიზაციად ეთვლებოდა. ეს იყო ძალიან ფართო სპექტრის პრობლემა.

შევქმნით ტექნიკური დანაკარგების კომისიას, რომელიც განსაზღვრავს სხვადასხვა კომპანიაში ან სექტორში ტექნიკური დანაკარგის რაოდენობას, შედეგად კომპანიებს უფრო ნაკლები საგადასახადო ტვირთი ექნებათ. კომპანიებს გარკვეული საფასურის სანაცვლოდ შეეძლებათ მოგვმართონ და გვთხოვონ, რომ მათ ტექნიკური დანაკარგი დაუდგინონ. მომავალში, როდესაც შემოსავლების სამსახური კომპანიებს შეამოწმებს, გაითვალისწინებს ტექნიკურ დანაკარგს და უფრო ნაკლებს დაარიცხავს.
კიდევ ერთი ინიცატივა. გართულებული იყო საწვავის ჩამოწერის თემა. კომპანია თავისი კომერციული საქმიანობისთვის ბენზინს იყენებდა, მაგრამ შემოსავლების სამსახური ხშირ შემთხვევაში ამ კომპანიის ბუჰღალტრული აღრიცხვის დროს საწვავის ხარჯებს არ ითვალისწინებდა. ახალი ინიციატივით, ჩამოწერის პროცესი არსებობს, გარკვეული პროცედურა უკვე შემოღებულია. ამის განხორციელების საშუალება ნებისმიერ კომპანიას მომავალი კვირიდან ექნება.

ეს არის სამი ახალი ინიციატივა, რომელიც კერძო სექტორს ძალიან აწუხებდა. ეს ვიცით, რადგანაც ძალიან აქტიური დიალოგის რეჟიმში ვართ კერძო სექტორთან. საზოგადოებას უახლოეს თვეებში რამოდენიმე ახალ ინიციატივას კიდევ შევთავაზებთ."

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური