საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2011 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება №610

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოს დაცვის ინსპექციის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების შესახებ

1. საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მიეცეს თანხმობა საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს, რომ სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოს დაცვის ინსპექციის საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები განსაზღვროს N1 და N2 დანართების მიხედვით.

2. განკარგულება ძალაშია 2011 წლის 18 მარტიდან.


პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური