საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2011 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება №596

სახელმწიფო ფინანსების მართვის რეფორმის გამჭვირვალობის და ამ რეფორმაში მოსახლეობის ჩართულობის გაზრდისათვის ზოგიერთი ღონისძიების შესახებ

საბიუჯეტო პროცესისა და მთლიანად სახელმწიფო ფინანსების მართვის გამჭვირვალობის გაზრდის უზრუნველსაყოფად, სახელმწიფო ფინანსების მართვის შემდგომი გაუმჯობესებისა და მიმდინარე რეფორმებში მოსახლეობის, მათ შორის, სტუდენტების აქტიურად ჩართვის მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ:
ა) უზრუნველყოს კონკურსის ჩატარება სახელმწიფო ფინანსების მართვის სფეროში;
ბ) განსაზღვროს კონკურსის ჩატარების წესი და პირობები;
გ) განახორციელოს გამარჯვებული კონკურსანტებისათვის (არა უმეტეს 3 გამარჯვებული კონკურსანტი) ფულადი ჯილდოების გადაცემა საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.

 

 

პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური