საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2011 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება №588

საქართველოს აგრარული განათლების და მეცნიერების განვითარების შესახებ~ შეთანხმების პროექტის მოწონებისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინისათვის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე

1. მოწონებულ იქნეს საქართველოს მთავრობასა და აიპ აგრარული განათლებისა და მეცნიერების ფონდს შორის შეთანხმების პროექტი საქართველოს აგრარული განათლების და მეცნიერების განვითარების შესახებ.

2. საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად მიენიჭოს უფლებამოსილება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს დიმიტრი შაშკინს, საქართველოს მთავრობის სახელით ხელი მოაწეროს შეთანხმების პროექტს საქართველოს აგრარული განათლების და მეცნიერების განვითარების შესახებ.

პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური