საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2011 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №430

„შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 19 მარტის N80 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 19 მარტის N80 დადგენილებაში (სსმ, 2010 წელი, მუხლი N458) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებული წესის მე 16 მუხლის 11 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე" ქვეპუნქტი:
„ე) მე 6 მუხლის მე 3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ტერიტორიულ ერთეულებში შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" დირექტორის მიერ უფლებამოსილი პირ(ებ)ის მიერ ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორების წესის გამოყენებით.".

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.



პრემიერ მინისტრი ნიკა გილაური