საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2011 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №429

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 მაისის N92 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდი¬ული პირის - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 მაისის N92 დადგენილებით (სსმ, 65, 11/05/2007) დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დებულებასა და სტრუქტურაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-3 მუხლის:


1. მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. სააგენტოში შედის შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფები:
ა) ადმინისტრაციული სამსახური;
ბ) საფინანსო სამსახური;
გ) იურიდიული სამსახური;
დ) საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახური;
ე) ინფორმაციის დამუშავების, ანალიზისა და სტატისტიკის სამსახური;
ვ) ანალიტიკური ჯგუფი.".

2. მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის წესი განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული რეგლამენტით, ხოლო პერსონალის მართვის საკითხები წესრიგდება სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული შინაგანაწესით.".

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური