საქართველოს მთავრობა – სიახლეები

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე „სინოფარმის“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა ამოსაბეჭდი ვერსია

2021-05-20

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლები და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თანამშრომლები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრნენ. მათ ვაქცინაცია ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში ჩაუტარდათ.

როგორც ზაზა ვაშაყმაძემ აღნიშნა, დღეს დაახლოებით 40 ადამიანი აიცრა.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივით, ვაქცინაციასთან დაკავშირებით დიალოგი გაიმართა საქართველოში არსებულ ყველა რელიგიის წარმომადგენლებთან. "მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოში არსებული თითქმის ყველა რელიგიის წარმომადგენელს, იმ აქტიურობისთვის და სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის, რაც მათ გამოიჩინეს საჯაროდ. ეს სტიმული იქნება საზოგადოებაში, მრევლში, რათა გაიზარდოს ნდობა აცრისადმი, შესაბამისად, გაიზარდოს აცრის ტემპი და მოხდეს ამ ეპიდემიის დამარცხება. დღეს დაახლოებით 40 ადამიანი აიცრა", - განაცხადა ზაზა ვაშაყმაძემ.

 

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური