საქართველოს მთავრობა – სიახლეები

მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაშვებულია ამოსაბეჭდი ვერსია

2021 წლის 7 აპრილს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ტრაგიკულად დაღუპული საქართველოს მოქალაქეების ხსოვნის პატივსაცემად მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაშვებულია.

მთავრობის განკარგულებით, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს, 10 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

საქართველოს სახელმწიფო დროშები დაშვებულია ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური