საქართველოს მთავრობა – სიახლეები

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 6 122 ტესტი, შედეგად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 469 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 792 პირი ამოსაბეჭდი ვერსია

2021-01-20

მოგესალმებით!
გაგაცნობთ კორონავირუსთან დაკავშირებით, 20 იანვრის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებს და მოგაწვდით ინფორმაციას ჩვენ მიერ გატარებული ღონისძიებების თაობაზე.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 6 122 კვლევა ტესტით, მათ შორის 2 697 კვლევა ანტიგენის ტესტით და 3 425 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 469 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 249 934-ს.

• ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 792 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 236 922-მდე.

• სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 14 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 987 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 469 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 212 შემთხვევა, აჭარა - 33, იმერეთი - 61, ქვემო ქართლი - 31, შიდა ქართლი - 34, გურია - 12, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 32, კახეთი - 25, მცხეთა-მთიანეთი - 20, სამცხე-ჯავახეთი - 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 999, საიდანაც:
• 3 576 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 712, აჭარაში - 258, იმერეთში - 710.
• ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 745 პირი, მათ შორის, თბილისში - 340, აჭარაში -52, იმერეთში - 179. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 217 პირი, მათგან თბილისში-155, აჭარაში- 2, იმერეთში - 25.
• 543 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 243 - თბილისში, 218- აჭარაში, 32 - იმერეთში.
• 5 880 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 478 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 232, აჭარაში - 97, ხოლო იმერეთში - 9.
• სულ 6 ოქტომბრიდან - 19 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 21 466 პირი.
• ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 21 504 ადამიანი, მათ შორის თბილისში- 11 978 პირი, აჭარაში - 1 626, იმერეთში - 2 459.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური