საქართველოს მთავრობა – სიახლეები

ადამიანის უფლებების და გენდერული თანასწორობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა - ლელა აქიაშვილმა კატო მიქელაძის პრემიის დაჯილდოებაში მიიღო მონაწილეობა ამოსაბეჭდი ვერსია

2019-11-30

---

ლელა აქიაშვილმა მადლობა გადაუხადა ქალ უფლებადამცველებს მათი საქმიანობისთვის და აღნიშნა, რომ მათთან თანამშრომლობის გაძლიერება მთავრობის ადმინისტრაციის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

მრჩეველმა ასევე ისაუბრა ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან სამთავრობო კამპანიზე. კამპანიაში 22 სახელმწიფო უწყებაა ჩართული და მიზნად ისახავს ინფორმირებულობის გაზრდას სექსუალური შევიწროების და ამ მიმართულებით არსებული კანონმდებლობის შესახებ.