საქართველოს მთავრობა – სიახლეები

ბიზნესისა და ადამიანის უფლებების საკითხზე საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა ამოსაბეჭდი ვერსია

2017-08-14

ბიზნესისა და ადამიანის უფლებების საკითხზე ჩატარებული ეროვნული საბაზისო კვლევის შედეგები გააცნეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს, არასამთავრობო ორგანიზაცია სიდასა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საკონსულტაციო შეხვედრაზე, რომელიც 10 აგვისტოს გაიმართა.

საბაზისო კვლევა ბიზნესისა და ადამიანის უფლებების მიმართულებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნომ, არასამთავრობო ორგანიზაციამ „სიდა" და სახალხო დამცველის აპარატმა, დანიის ადამიანის უფლებათა ინსტიტუტის ექპერტებთან კონსულტაციით მოამზადეს. საბაზისო კვლევის საბოლოო შედეგის გამოქვეყნებამდე, კვლევა განიხილება ყველა დაინტერსებულ მხარესთან - სახელმწიფო ორგანოებთან, ადგილობრივ თვითმმართველობებთან, ბიზნესსექტორთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რათა საბოლოო შედეგის მიღებამდე, მათი რეკომენდაციები იყოს გათვალისწინებული.

საბაზისო კვლევის ანგარიში 2017 წლის სექტემბერში გამოქვეყნდება. კვლევა მოიცავს ბიზნესისა და ადამიანის უფლებების თემასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხს, როგორც კანონმდებლობის, ისე პრაქტიკის ანალიზს. კვლევის შედეგები კი საფუძვლად დაედება ბიზნესისა და ადამიანის უფლებების შესახებ სამწლიანი სამოქმედო გეგმის შემუშავებას, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ სამთავრობო სამოქმედო გეგმის ნაწილი იქნება.