სოფო ჯაფარიძე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა ამოსაბეჭდი ვერსია

2017-05-17

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფო ჯაფარიძე აშშ-ის, გერმანიის, იტალიის საელჩოებისა და UNOHCHR-ის წარმომადგენლებს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ მდგომარეობაზე, იმ მიღწევებსა და გამოწვევებზე, რომლებიც ამ მიმართულებით არსებობს.

საუბარი შეეხო თანამშრომლობის გაუმჯობესების შესაძლო გზებსა და სხვადასხვა ფორმატებს, რომლებიც ხელს შეუწყობს ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ ინფორმაციის ინტენსიურ გაცვლას და გაზრდის აღნიშნულ პროცესში საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობას.

ყურადღება დაეთმო ადამიანის უფლებათა დაცვის უწყებათაშორისი საბჭოს საქმიანობას. საუბარი ასევე შეეხო ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისში გამართულ ღონისძიებას. საელჩოების წარმომადგენლებმა წინა წლებთან შედარებით მიღწეულ პროგრესზე გაამახვილეს ყურადღება.