საქართველოს მთავრობა – სიახლეები

შეხვედრა საკოორდინაციო ჯგუფთან ამოსაბეჭდი ვერსია

2017-05-04

პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში , სოფო ჯაფარიძე, გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) ტექნიკური მხარდაჭერით შეხვდა 2016-2017 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების საკოორდინაციო ჯგუფს წევრებს.

სააკორდინაციო ჯგუფი პასუხისმგებელია „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე" გაეროს უშიშროების საბჭოს N1325, 1820, 1888, 1889 და 1960 რეზოლუციების გახორციელებაზე.

საკოორდინაციო ჯგუფი, რომელსაც 2015 წლის იანვრიდან სოფო ჯაფარიძე ხელმძღვანელობს, სამ თვეში ერთხელ იკრიბება და წარმოადგენს ანგარიშს ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობების შესახებ. საკოორდინაციო ჯგუფში შედიან, როგორც სამთავრობო უწყებების, ისე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

ეროვნული სამოქმედო გეგმა წარმოადგენს გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების სფეროში აღებული ვალდებულებების შედეგებად ქცევის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტს.