საქართველოს მთავრობა – სიახლეები

სოლიდარობის ფონდის კომისიის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

2017-05-02

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს საქართველოს სოლიდარობის ფონდის მუდმივმოქმედი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა.

მუდმივმოქმედმა კომისიამ 26 ბენეფიციარის მკურნალობის დაფინანსება დაამტკიცა.

საქართველოს სოლიდარობის ფონდი 2014 წლის ივნისში შეიქმნა. ამ ხნის განმავლობაში სოლიდარობის ფონდმა სიმსივნით დაავადებული 367 ბავშვისა და ახალგაზრდის მკურნალობის და დიაგნოსტიკის დააფინანსა. 2014 წლის 1 ივლისიდან დღემდე  ქვეყნის მასშტაბით საჯარო სექტორში დასაქმებული 60 000-ზე მეტი თანამშრომლისა და 58 კერძო კომპანიის დამსახურებით,  სოლიდარობის ფონდში საერთო ჯამში 9,8 მილიონი ლარი იქნა მობილიზებული.