საქართველოს მთავრობა – სიახლეები

მთავრობის საპარლამენტო მდივანი „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებთან დაკავშირებით არასამთავრობოებს შეხვდა ამოსაბეჭდი ვერსია

2016-02-19

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის დავალებით, მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა და „საარჩევნო კოდექსში" ცვლილებებთან დაკავშირებით მათი პოზიცია მოისმინა.
ცვლილებებზე, რომლებიც ე.წ სპეცუბნების გაუქმებას უკავშირდება, სამოქალაქო სექტორის წევრებმა საკუთარი მოსაზრებები დააფიქსირეს და საპასუხო არგუმენტები მოისმინეს.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამ თემაზე იდეების ურთიერთგაცვლა და აქტიური თანამშრომლობა გაგრძელდება. შეხვედრას, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, თავდაცვის, იუსტიციისა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილეები დაესწრნენ.