საქართველოს მთავრობა – სიახლეები

საჯარო სამსახურის ახალი კანონპროექტის განხილვა ამოსაბეჭდი ვერსია

2015-06-26

არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა დღეს საჯარო სამსახურის შესახებ ახალი კანონპროექტი განიხილეს. შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი მაია ცქიტიშვილი და საჯარო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელი ეკატერინე ქარდავა დაესწრნენ. მხარეებმა პროექტის გარშემო გამოთქმულ შენიშვნებსა და რეკომენდაციებზე იმსჯელეს და საერთო აზრზე შეჯერდნენ.

საჯარო სამსახურის შესახებ ახალი კანონპროექტის პრეზენტაცია არასამთავრობო სექტორისთვის, დონორი ორგანიზაციებისა და აკადემიური სექტორის წარმომადგენლებისთვის რამდენიმე კვირის წინ მოეწყო. გაიმართა შეხვედრები სასამართლო ხელისუფლებისა და პარლამენტის წარმომადგენლებთან, ასევე ადამიანური რესურსების მართვის სამსახურების ხელმძღვანელებთან. კანონპროექტს გაეცნენ თვითმმართველობის ორგანოებში.