2010 წლის 16 ნოემბრის მთავრობის სხდომა

2010 წლის 16 ნოემბრის მთავრობის სხდომა 2010 წლის 16 ნოემბერს საქრთველოს მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგში 43 საკითხი იყო შეტანილი. დღის წესრიგი.

სხდომის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა რამოდენიმე საკითხთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. გთავაზობთ პრემიერ-მინისტრის სიტყვას:

„მინდა გითხრათ, რომ მომავალი მთავრობის სხდომიდან მთავრობის 2011 წლის გეგმების ინტენსიურ განხილვაზე გადავალთ. 2010 წლის განმავლობაში თითოეული სამინისტროს მუშაობას შევაჯამებთ.
ყველა მინისტრი მთავრობის სხდომაზე გარკვეულ პრეზენტაციას წარმოადგენს, რა შეასრულა და რა გააკეთა მისმა სამინისრომ 2010 წელს, 2011 წლის განმავლობაში კონკრეტულ მიმართულებასთან დაკავშირებით რა გეგმები გვაქვს. ყველა მინისტრს, ყველა სამინისტროს მინდა მოვუწოდო, (დღეს) ამ მთავრობაზე გაკეთებული პრეზენტაციის შემდეგ, ძალიან დეტალური პრეზენტაცია წარუდგინონ მასმედიის წარმომადგენლებს და საზოგადოებას. საზოგადოებამ კარგად იცოდეს 2010 წელს ამა თუ იმ სამინისტრომ რა გააკეთა, რა მიზნებს მიაღწია, რა წინსვლებს მიაღწია, რა პრობლემები დარჩა და რა პრობლემების გადაწყვეტას აპირებს 2011 წელს.

ეს იქნება ჩვენი მთავარი სამუშაო განწყობა შემდეგი 5-6 მთავრიობის სხდომის განმავლობაში, როდესაც განვიხილავთ სამინისტროების შედეგებს და მომავალი წლის გეგმებს.

წლევანდელი წელს, ისევე როგორც მომავალ წელს, ძალიან დიდი აქცენტი გაკეთებული გვქონდა და გვექნება ჯანდაცვის სფეროზე. გუშინ მოვინახულე რამოდენიმე საავადმყოფო, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ვაფინანსებთ. მინდა ვთქვა, რომ (საქმე) საკმაოდ კარგად მიდის. ეს არის ჟვანიას ბავშვთა კლინიკა და რკინიგზის საავადმყოფო. თბილისის სხვადასხვა ადგილებიდან აქ რამოდენიმე ახალ კლინიკას გადავიყვანთ, შევქმნით ახალ დიღმის კლასტერს საავადმყოფო ინფრასტრუქტურის მიხედვით.

მიმდინარეობს 46 სხვადასხვა კლინიკის და სამედიცინო ცენტრის მშენებლობა რაიონებში. ეს არის კერძო სექტორის მიერ წამოწყებული მშენებლობები. ძირითადად სადაზღვეო კომპანიების მიერ წამოწყებული მშენებლობები, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული რეაბილიტაციები და მშენებლობები ასევე მიმდინარეობს რაჭის რეგიონში, აჭარაში და თბილისში.

სანდროს (ურიშაძე) მინდა ვუთხრა, რომ შემდეგი თვეები არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ მონიტორინგი განვახორციელოთ მაქსიმალურად კარგად, რომ მშენებლობები დაიწყოს. მშენებლობების ვადა არის მომავალი წლის ბოლო. 2011 წლის ბოლოს ჩვენ ამ საავადმყოფოების 80%-ი დასრულებული უნდა გვქონდეს, იმისათვის რომ საზოგადოებას ჯანდაცვის მომსახურების სრულიად ახალი სერვისი შევთავაზოთ.
(ანდრია ურუშაძეს) მინდა ვთხოვო მაქსიმალურად გააქტიუროს მონიტორინგის ჯგუფი აბსოლუტურად ყველა მიმართულებით. იმ მიმართულებითაც, სადაც სახელმწიფო თავის დაფინანსებით ახორციელებს სამუშაოებს. იმ მიმართულებითაც, სადაც კერძო სექტორი არის დამფინანსებელი და სამუშაოების შემსრულებელი.

საკმაოდ დატვირთული მომავალი 2-3 თვე უნდა გვქონდეს, ამ წლის ბოლომდე სამუშაოების შესრულების ძალიან კონკრეტული გრაფიკი მჭირდება, ყოველთვიური გრაფიკი, რომლის მონიტორინგს მომავალ წელს ვაწარმოებთ."

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური