საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2010 წლის სხდომები

2010 წლის 25 აგვისტოს მთავრობის სხდომა

2010 წლის 25 აგვისტოს მთავრობის სხდომა 2010 წლის 25 აგვისტოს საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგში 23 საკითხი იყო შეტანილი. დღის წესრიგი.

სხდომის დაწყებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა რეგიონში მოსავალთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებზე ისაუბრა.

გთავაზობთ პრემიერ-მინისტრის სიტყვას:

„ინფორმაცია მინდა მოგაწოდოთ, წელს რეგიონში სოფლის მეურნეობის გარკვეულ პროდუქტებზე საკმაოდ ცუდი მოსავალი იყო, განსაკუთრებით ხორბალის.

მხოლოდ კავკასიის რეგიონს არ ვგულისხმობ, მთლიანად რეგიონში, რომელიც მოიცავს ხორბლის ისეთ მომწოდებლებს, როგორცაა ყაზახეთი, უკრაინა, რუსეთი.

ამ რეგიონში მოსავალი დაახლოებით 25%-ით არის შემცირებული, რამაც ფასების ზრდა გამოიწვია. ამას დაემატა ისიც, რომ გარკვეული ქვეყნებიდან ექსპორტები ჩაკეტილია, შეუძლებელია ხორბლის გატანა.

ამ მიმართულებით, არანაირი პრობლემა არ გაგვაჩნია, თუმცა, მეორეს მხრივ, ფასების ზრდა რეგიონში და საქართველოს აღინიშნება. მთავრობის სხდომის ერთერთი მთავარი საკითხი ეს იქნება, განვიხილავთ ალტერნატივებს, რა
შეიძლება გავაკეთოთ ამ პერიოდში ჩვენს ეკონომიკაში, როგორ შეიძლება ახალი ბაზრების მოპოვება.

ხორბლის და სიმინდის გარკვეული პროექტები გვაქვს, საზოგადოებას მათ უახლოეს მომავალშიგავაცნობთ. "

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური