საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2010 წლის სხდომები

2010 წლის 27 ივლისის მთავრობის სხდომა

2010 წლის 27 ივლისის მთავრობის სხდომა 2010 წლის 27 ივლისს საქრთლოს მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგში 38 საკითხი იყო შეტანილი. დღის წესრიგი. 

სხდომის დაწყებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა რამოდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება.
გთავაზობთ პრემიერ-მინისტრის სიტყვას:

„საზოგადოებას და მთავრობის წევრებს რამოდენიმე ინფორმაცია მინდა მივაწოდო, რომელიც კერძო სექტორის წარმომადგენლებს, ბიზნესმენებს და ინვესტორებს დააინტერესებს. პირველი აზერბაიჯანში ვიზიტს შეეხება, რომელმაც რამოდენიმე დღის წინ წარმატებულად ჩაიარა.

აზერბაიჯანში ორ მთავარ საკითხზე იქნა შეთანხმება მიღწეული. პირველი, სატრანზიტო კორიდორია. ამ სატრანზიტო დერეფანში ძალიან ბევრია დამოუკიდებელი მოთამაშე. მაგალითად, ბაქოს პორტი, რკინიგზა, კასპიის გადამზიდავი, აგრეთვე საქართველოს სრკინიგზა, საქართველოს პორტები.

ძალიან რთული იყო კოორდინაცია, კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის, რომელთაც ეს დერეფანი აინტერესებს, აქ ხელშეკრულებების დადება რთული იყო. ილჰამ ალიევის ბათუმში ვიზიტის დროს შეტანხმება უმაღლეს დონეზე მოხდა. გადაწყდა, რომ შეიქმნებოდა ერთობლივი კომისია. ერთობლივი კომისია შეიქმნა და ამ ვიზიტის დროს მემორანდუმს მოეწერა ხელი.

ეს კომისია ბევრი სხვადასხვა კომპანიის გამაერთიანებელი ორგანო იქნება. საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ამ სატრანზიტო დერეფანთან დაკავშირებით შეიქმნება ერთიანი პოლიტიკა.

ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ამ დერეფანში დამატებითი ტვირთები მოვიზიდოთ. დამატებითი ტვირთები არის დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნის წყარო და დამატებითი შემოსავალი, როგორც კომპანიებისთვის, ასევე ბიუჯეტისთვის.

ძალიან მნიშნელოვანია, რომ საქართველომ და აზერბაიჯანმა, ამ დერეფანმა არ დაკარგოს ის კონკურენტუნარიანოდბა, რომელიც გააჩნია. პირიქით, უფრო მეტი ტვირთი უნდა მოიზიდოს და უფრო მეტი ტვირთი წამოვიღოთ საქართველოსკენ და აზერბაიჯანისკენ, ვიდრე ამ დერეფნებზე (ირანული დერეფანი, რუსული დერეფანი) წავა.

მეორე ინფორმაცია, რომელიც კერძო სექტორს და ინვესტორებს მინდა მივაწოდო, ეხება საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების აქტივობას საქართველოში. კახა ბაინდურაშვილი შავი ზღვის განვითარების ბანკის საბჭოს სხდომიდან დღეს ჩამოვიდა. საკმაოდ მნიშვნელოვანი თანხებია გამოყოფილი, მათ შორის საქართველოსთვის, რომლებსაც ქართული ბიზნესი ვერ ითვისებს ან არ ითვისებს.

ეს არის ფინანსური ინსტრუმენტი, რომლის დამფუძნებელი საქართველოა, შესაბამისად, ქართულ კომპანიებს ამ საკმაოდ იაფიან სასესხო რესურსის მოზიდვაზე აპლიკაციაების გაკეთების სრული უფლება აქვთ.

აგრეთვე, არის სხვა ორგანიზაციები, რომლებიც ზრდიან პორტფელს საქართვლოსთან მიმართებაში. მაგალითაფ IFC-ი, რომელიც არის მსოფლიო ბანკის დაქვემდებრებული ორგანიზაცია და კონკრეტულად კერძო სექტორზე მუშაობს. მათ აქვთ ახალი პორტფელი, რომელიც უფრო გაზრდილია საქართველოსთან მიმართებაში. ქართულ ბიზნესს ეხლა თუ მიმართავს ამ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებს უფრო მეტი იაფიანი სესხის მოზიდვის საშუალება აქვს.

კახა ბაინდურაშვილს მინდა ვუთხრა, რომ ამ დღეებში კერძო სექტორის წარმომადგენლები შეკრიბოს და მცირეოდენი ინფორმაცია მიაწოდოს, თუ რა საშუალებები აქვთ მათ დღეს იმისათვის, რომ დამატებითი რესურსი მოიზიდონ.

ეს არის რესურსი, რომელც თავისუფლად შეიძლება საქართველოში შემოვიდეს, რომელიც, სამწუხაროდ ჯერჯერობით არ არის სათანადო დონეზე ათვისებული...

გვჭირდება უფრო მეტი პროექტი, რომლიც მიიმართება დაფინანსების წყაროებისკენ. OPIC-ს, IVC-ს, აზიის განვითარების ბანკს და შავი ზღვის განვითარების ბანკს - ოთხივე საფინანსო ინსტიტუტს საკმაოდ დიდი საშუალებები და საქართველოთვის საკმაოდ დიდი კაპიტალი აქვს გამოყოფილი. რომელიც ქართულ ბიზნესს შეუძლია უპრობლემოდ აითვისოს.

სამთავრობო დონეზე ყველაფერი გვაქვს გაკეთებული, ყველა ხელშეკრულებაზე არის ხელი მოწერილი, ყველა შეთანხმება არის მიღწეული. კერძო სექტორის აქტიურობის დროა. ნებისმიერი პროექტი შეიძლება დაფინანსდეს ამ საერთაშორისო (საფინანსო) ინსტიტუტების მიერ.

მინდა გითხრათ, რომ (დაფინანსების სფეროში) სოფლის მეურნეობის პროექტებიც, ტელეკომუნიკაციების პროექტებიც და ტრანსპორტის და ინფრასტრუქტურის პროექტებიც შედის. ნებისმიერი პროექტი შეიძლება დაფინანსდეს ამ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ. გთხოვთ ყველას, კერძო სექტორის წარმომადგენლებს, თუ რამე კითხევბი გაგიჩნდებათ, მიმართეთ ფინანსთა სამინისტროს, რადგანაც საქართველოს მხრიდან ამ საერთაშორისო ხელშეკრულებების ხელმომწერი სწორედ ფინანსთა სამინისტროა. "

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახუ