საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2010 წლის სხდომები

2010 წლის 18 მაისის მთავრობის სხდომა

2010 წლის 18 მაისის მთავრობის სხდომა 2010 წლის 18 მაისს საქართველოს მთავრობის სხდომა ოზურგეთში გაიმართა. დღის წესრიგში 52 საკითხი იყო შეტანილი. დღის წესრიგი.

სხდომის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა იმ პროექტებზე ისაუბრა, რომლებიც გურიის რეგიონში მიმდინარეობს.

წარმოგიდგენთ პრემიერ-მინისტრის სიტყვას:

„როგორც მოგეხსენებათ, ჩამოვაყალიბეთ ტრადიცია - მთავრობის სხდომები რეგიონებში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც მინისტრები ამ დღეების განმავლობაში რეგიონების პრობლემებსა და იმ საქმეებს ეცნობიან, რომლებიც გასაკეთებელია. დღეს - ოზურგეთში ვართ. შესაბამისად, გურიის პრობლემატიკზე ვილაპარაკებთ. ერთერთ მთავარ საკითხად იმ პრიოექტებს განვიხილავთ, რომლებსაც ვახორციელებთ რამოდენიმე წლის განმავლობაში, იმ პროექტებს, რომლებიც უნდა განვახორციელოთ და იმ საკითხებს, რომლებიც ჯერ გადასაწყვეტია და უახლოეს მომავალში, წლევანდელი წლის ბოლომდე გადავწყვეტთ.

მინდა გითხრათ, რომ წელს გურიის რეგიონში საკმაოდ დიდი თანხა იხარჯება. ჯამში, გურიის რეგიონში მხოლოდ საინვესტიციო პროექტებზე 34 მილიონ ლარამდე დაიხარჯება. საკმაოდ დიდი თანხაა გამოყოფილი გზებზე - 19 მილიონ ლარზე მეტი იქნება დახარჯული წელს გზების მიმართულებით. წყალზეც, წყალი ჩვენი ერთერთი მთავარი პრიორიტეტია... წყალმომარაგების პროექტებზე გურიაში წელს 8,5 მილიონი დაიხარჯება. ერთერთი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო, ნარუჯის წყალსადენის რეაბილიტაცია. ეს პროექტი 1 მლნ 700 ათასი ლარი დაჯდება. სოფლის დახმარების პროგრამაზე გამოყოფილია 2 მილიონ 400 ათასი ლარი. ეს ყველაზე წარმატებული პროგრამაა, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ რეგიონებში და ამას აუცილებლად მომავალშიც გავაგრძელებთ.

სკოლებზე და საბავშვო ბაღებზე გამოყოფილია 400 ათასი ლარი, მუნიციპალური განვითარების ფონდიდან დაიხარჯება 4 მლნ 200 ათასი ლარის ოდენობის თანხა".

ოზურგეთში გამართულ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრს ალექსანდრე ხეთაგურს რეგიონში ენერგეტიკის სფეროში მიმდინარე სიახლეებზე ინფორმაციის მოწოდება სთხოვა.
„დღს, გაზიფიცირება აქტიუირ ფაზაში არის შესული. ძრითადი 14 ქუჩა უკვე ჩართულია ბუნებრივი გაზის ქსელში, დარჩენილია დამატებით 17 ქუჩა. ნოემბერში მთელი ოზურგეთი იქნება გაზიფიცირებული, ნოემბრიდან შევძლებთ ოზურგეთის სოფლებში შესვლას. მნიშვნელოვანია ის, რომ ბუნებრივი გაზის შეყვანის შემდეგ მოსახლეობა ამბობს, რომ გაზის საფასური 10 ლარი უჯდებათ. ამავდროულად, ხორციელდება ინდივიდუალური გამრიცხველიანება ოზურგეთში,"- განაცხადა ალექსანდრე ხეთაგურმა.პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა ოზურგეთში შემოსავლების სამსახურის  განახლებული სერვის-ცენტრი გახსნა

პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა ოზურგეთში შემოსავლების სამსახურის განახლებული სერვის-ცენტრი გახსნა.

„დღეს ოზურგეთში ახალი ოფისი გავხსენით. ეს არის შემოსავლების სამსახურის რეგიონალური წარმომადგენლობა. კარგი და მნიშვნელოვანი ის არის, რომ აბსოლუტურად ყველა სერვისი და მომსახურება ადგილობრივ კომპანიებს და მოსახლეობას აქედან ექნება. თუ აქამდე, გარკვეულ პრობლემებთან დაკავშირებით, გურულებს ფოთში უწევდათ ჩასვლა, დღეიდან სერვისი აქედან, ოზურგეთის ოფისიდან იქნება მიწოდებული," - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

ოზურგეთის შემოსავლების სამსახურის განახლებულ სერვის-ცენტრში ამჟამად 35 ადამიანი მუშაობს. ისინი ჩოხატაურის, ლანჩხუთისა და ოზურგეთის რაიონების გადამხდელებს გაუწევენ მომსახურებას. სერვის-ცენტრში შემოსავლების სამსახურთან ერთად სახაზინო სამსახურიც არის განთავსებული. ეს გადამხდელებს დამატებით საშუალებას აძლევს, დროის მცირე მონაკვეთში მათთვის საჭირო ნებისმიერი ოპერაცია განახორციელონ.

 

პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური