საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2010 წლის სხდომები

2010 წლის 10 აპრილის მთავრობის სხდომა

2010 წლის 10 აპრილის მთავრობის სხდომა 2010 წლის 10 აპრილს საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგში 45 საკითხი იყო შეტანილი. დღის წესრიგი.

სხდომის დაწყებისას, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ნიკა გილაურის თხოვნით მთავრობის წევრებმა წუთიერი დუმილით ავიაკატასტროფაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

"დღეს დილით ავიაკატასტროფა განიცადა პოლონეთის პრეზიდენტის თვითმფრინავმა, თვითმფრინავში მყოფი 130 ადამიანი დაიღუპა, გარდაიცვალა პოლონეთის პრეზიდენტი და მისი მეუღლე.

მინდა მივუსამძიმრო პოლონელ ერს. გამოვხატო ჩვენი სამძიმარი ამ დიდი პიროვნების (დაღუპვასთან) დაკავშირებით, რომელიც ქართველი ერის უდიდესი მეგობარი იყო. მთავრობის წევრებს მინდა ვთხოვო წუთიერი დუმილით მივაგოთ პატივი დაღუპულთა ხსოვნას...

კიდევ ერთ ტრაგედიასთან დაკავშირებით მინდა მივიპყრო საზოგადოების ყურადღება. ეს არის ყირგიზეთში დატრიალებული ამბები. ყირგიზეთში რამოდენიმე ათეული ადამიანია დაღუპული, საკმაოდ ბევრია დაჭრილი, ძალიან ცუდ მდგომარეობაში არიან. ყირგიზეთის მხარე, იქნება ეს ოპოზიცია, თუ პოზიცია ამას არ აქვს მნიშვნელობა, ითხოვს ჰუმანიტარულ დახმარებას. ჩვენ გადავწყვიტეთ გამოვყოთ ჰუმანიტარული მისია, ეს არ არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. ეს არის წმინდა ჰუმანიტარული მისია, რომელსაც ჩვენ დღესვე გავუშვებთ და მაქსიმალურს გავაკეთებთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე ყირგიზეთში გავაგზავნოთ...." - განაცხადა ნიკა გილაურმა.

პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური