საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2010 წლის სხდომები

2010 წლის 19 თებერვლის მთავრობის სხდომა

2010 წლის 19 თებერვლის მთავრობის სხდომა 2010 წლის 19 თებერვალს საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგში 80 საკითხი იყო შეტანილი. დღის წესრიგი.

სხდომის დაწყებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა 2010 წლის იანვრის მონაცემებზე ისაუბრა.

ქვემოთ გთავაზობთ პრემიერ-მინისტრის შესავალ სიტყვას მთავრობის სხდომაზე:

„რა თქმა უნდა, ძალიან რთულია ერთი თვის მონაცემებით ვიმსჯელოთ საერთოდ ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობის შესახებ, რა იქნება 2010 წელს. მაგრამ, ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი ციფრი, რომელსაც ძალიან ახლო კორელაცია აქვს მთლიან შიდა პროდუქტთან და საერთოდ ეკონომიკურ აქტივობასთან. ეს ციფრი არის საქართველოში დარეგისტრირებული საწარმოების ყოველთვიური ბრუნვა, ანუ ჯამური შემოსავალი, რამდენი ჰქონდათ საქართველოში დარეგისტრირებულ საწარმოებს.

ეს ციფრი, ძალიან ხშირად ემთხვევა მთლიანი შიდა პროდუქტის ტენდენციებს. ...შეგვიძლია შევაფასოთ იანვრის მაჩვენებელი, რაც საკმაოდ პოზიტიურია. მინდა ვთქვა, რომ 2010 წლის იანვრის მონაცემებით, მთლიანი კომპანიების ბრუნვა გაზრდილია 10%-ით გასული წლის იანვართან შედარებით და განტოლებულია 2008 წლის იანვრის ციფრს. 2008 წლის იანვარ-თებერვალი ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური აქტივობით გამოირჩეოდა. სწორედ ამ ციფრს უტოლდება 2010 წლის იანვრის მონაცემები.

იმედს გამოვთქვამ, რომ ეს ტენდენციები გაგრძელდება და პირველ კვარტალს საკმაოდ პოზიტიური ეკონომიკური აქტივობის ციფრით დავამთავრებთ."

პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური