საქართველოს მთავრობა – 2010 წლის სიახლეები

პრემიერ–მინისტრი ნიკა გილაური რაგბის საერთაშორისო საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა ამოსაბეჭდი ვერსია

პრემიერ–მინისტრი ნიკა გილაური რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) პრეზიდენტს ბერნარ ლაპასეს, ევროპის რაგბის საერთაშიროსო ფედერაციის პრეზიდენტს ჟან კლოდ ბაკეს და IRB-ის რაგბის განვითარების კომიტეტის ხელმძღვანელს მარკ იგანს შეხვდა2010 წლის 18 ნოემბერს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური მთავრობის კანცელარიაში საქართველოში ერთდღიანი ვიზიტით მყოფ რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) პრეზიდენტს ბერნარ ლაპასეს, ევროპის რაგბის საერთაშიროსო ფედერაციის პრეზიდენტს ჟან კლოდ ბაკეს და IRB-ის რაგბის განვითარების კომიტეტის ხელმძღვანელს მარკ იგანს შეხვდა.
ნიკა გილაურმა, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ვლადიმერ ვარძელაშვილმა და რაგბის საერთაშორისო საბჭოს წარმომადგენლებმა რაგბის კავშირის სანაკრებო ბაზის -შევარდენის გახსნის ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა
აღნიშნულ შეხვედრამდე ნიკა გილაურმა, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ვლადიმერ ვარძელაშვილმა და რაგბის საერთაშორისო საბჭოს წარმომადგენლებმა რაგბის კავშირის სანაკრებო ბაზის -შევარდენის გახსნის ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, "ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო რაგბის კავშირის თავმჯდომარის ჩამოსვლა საქართველოში, მოედნის მშენებლობა დაფინანსებულია "ქართუ ჯგუფის" მიერ, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მათ. რაგბი ხდება უფრო და უფრო პოპულარული...ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იქნება 20 წლამდე ახალგაზრდა მორაგბეთა ჩემპიონატის ჩატარება საქართველოში... ეს არის სპორტის ის სახეობა, რომელსაც ძალიან დიდი პოტენციალი გააჩნია და რეალურ რეზულტატებს გვაჩვენებს."

 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური