საქართველოს მთავრობა – 2010 წლის სიახლეები

საქართველოს პრემიერ–მინისტრი შპს ტკბილი ქვეყნის თანამშრომლებს შეხვდა ამოსაბეჭდი ვერსია

საქართველოს პრემიერ–მინისტრი შპს 'ტკბილი ქვეყნის' თანამშრომლებს შეხვდა2010 წლის 18 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი შპს „ტკბილი ქვეყნის" თანამშრომლებს შეხვდა.

გთავაზობთ ნიკა გილაურის სიტყვას:

„რა არის ჩემი შეხვედრების მიზანი? -მინდა შევხვდე ფაბრიკა-ქარხნების წარმომადგენლებს, უნივერსიტეტის სტუდენტებს და საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლებს, იმიტომ რომ 2010 წელი მთავრდება.

ორი სიტყვით მინდა გითხრათ რა გაკეთდა 2010 წელს, რა პრობლემები გვაქვს, რა პრობლემები ვერ გადავწყვიტეთ.
და რაც ყველაზე მთავარია, თქვენგან მინდა მოვისმინო რა არის თქვენი მთავარი საზრუნავი, რითი ხართ კმაყოფილებიი და რითი ხართ უკმაყოფილოები. ეს არის შეხვედრების მიზანი.

ჩვენი მთავარი მიზანი იყო, არის და დარჩება სამუშაო ადგილების შექმნა, დასაქმება და უმუშევრობასთან ბრძოლა. ეს არის უმთავრესი ეკონომიკური პრობლემა, რომელიც უნდა გადავწყვიტოთ. (თქვენს) საწარმოში ამ მიმართულები ძალიან პოზოტიური ნაბიჯებია გადადგმული, საწარმო რამოდენიმე წელიწადში ძალიან განვითარდა. გილოცავთ, რომ ასეთი კარგი საწარმო ჩამოყალიბდა და კარგი სახელი აქვს.

მითხრეს, რომ უკრაინულ პროდუქციასთან კონკურენცია გაქვთ და ეს გზღუდავთ. კონკურენცია, ერთის მხრივ კარგია, მაგრამ 4-5 წლის წინ არავინ არ იცოდა „ტკბილი ქევყნის" არსებობის შესახებ. თავიდან პროდუქცია ბაზარზე რომ გამოვიდა, მოსახლეობა მას კითხვის ნიშნით ყიდულობდა: კარგი პროდუქციაა თუ ცუდი? თვქნს მიერ წარმოებული პროდუქცია ბაზრის თავის ნაწილს იკავებს, ძალიან პოპულარული ხდება. პოპულარული ხდება ჩემს ოჯახშიც. ნომერ პირველი პროდუქციაა, რომელსაც ჩემი მეუღლე ყიდულობს.

გარდა ამისა, საქართველოშიძალიან კარგი ლოიალურობის გრძნობა გაჩნდა, ანუ 5-6 წლის წინ ქართველი ქართულ პროდუქციას არ ყიდულობდა. პირიქით, ამბობდა „უვარგისი იქნება, ცუდი ხარისხის იქნება და ჯობია რამე სხვა ვიყიდო". დღეს გაჩნდა სხვა გრძნობა, ქართველი ყიდულობს ქართულ პროდუქციას, თანადგომის გარკვეული გრძნობაც არის. საქართველოში გამოშვებული პროდუქცია კარგი ხარისხის არის. ამაში დიდი წვლილი თქვენ მიგიძღვით, ამისთვის დიდი მადლობა.

რაც შეეხება მთავრობის პრომლებემს, მაკროეკონომიკურ სურათს, ჩვენთვის მნიშვნელოვანია სამუშაო ადგილების შექმნა, იმიტომ რომ გაჭირვებული მოსახლეობის პრობლემაა დღეს საქართველოში, ამას დაემატა ფასების ზრდა".
პრემიერ-მინისტრი „ტკბილი ქვეყნის" თანამშრომლებს საქართველოში ხორბალზე და სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე ფასების ზრდის პრობლემებზე, ხორბლის ალტერნატიული მომწოდებლების მოძიებაზე და ამ პრობელის გადაჭრის გზებზე ესაუბრა.

ნიკა გილაურმა სამუშაო ადგილების შექმნის და საქართველოში ინვესტიციების შემოდინების საკითხზე ყურადღება გაამახვილა:
საქართველოს პრემიერ–მინისტრი შპს ტკბილი ქვეყნის თანამშრომლებს შეხვდა
„ჩვენი მიზანია კერძო სექტორის შემოვიყვანა, რომელიც ასეთივე საწარმოებს და ფაბრიკებს გააკეთებს, სადაც 100-ით და 1000-ით ქართველი დასაქმდება. როგორ უნდა გავაკეთოთ ეს?

აზერბაიჯანს გაზი და ნავთობი აქვს, სომხეთს ძალიან კარგი და ძლიერი დიასპორა ყავს, თურქეთი - საკმაოდ დიდი ბაზარია. საქართველოსთვის მთავარი ნიშა არის კერძო სექტორის მოზიდვა. სექტორმა ამ რეგიონში პლაცდარმი უნდა გაიკეთოს და აქედან აწარმოოს ექსპორტი, ექსპანსია სხვა ქვეყნებში. ამიტომ, ყველა კანომდებლობას შეხვედეთ კერძო სექტორის გადმოსახედიდან, გვინდოდა შეგვექმნა მაქსიმალურად კონკურენტული გარემო... უზარმაზარი რეფორმები ჩაგვეტარებინა იმისათვის, რომ კერძო სექტორისთვის მოსაწონი ქვეყანა ვყოფილიყავით.

როდესაც უცხოელი ამ რეგიონს უყურებს და 100 დოლარი აქვს, გვინდა რომ მან ინვესტიციის განსახორციელებლად საქართველოს აირჩიოს. აქ კონკურენციაა, არა მარტო საქართველოს უნდა ინვესტორის მოზიდვა, ყველა ქვეყანას ამ რეგიონში ზუსტად იგივე მიდგომა აქვს და გვაქვს სერიოზული კონკურენცია. მთავარია - გავიმარჯვოთ."

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მსოფლიო ბანკის კვლევის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა და 2005-2010 წლებში გატარებული რეფორმების შედეგად საქართევლოსთვის მსოფლიოში ნომერ 1 რეფორმატორის წოდების მინიჭებას დიდი წარმატება უწოდა:

„ეს არის ჩვენი მთავრობის ყველაზე დიდი მიღწევა ბოლო წლების განმავლობაში. ეს მიღწევაა იმიტომ კი არა, რომ ეს მიზანი გვქონდა და მას მივაღწიეთ. ამ წარმატებაში მთავარია, რომ ეს დამატებითი რეკლამაა უფრო მეტი ინვესტორების მოსაზიდად. უფრო მეტი კერძო სექტორის წარმომადგენელი უნდა ჩამოვიდეს და თქვას: - საქართველოში ბიზნესის კეთება ღირს; საქართველოში ბიზნესი რომ ვაკეთო, მოგება მექნება; საქართველოში მთავრობა არ შემიშლის ხელს ბიზნესის კეთებაში და ამიტომ ჩავდებ ინვესტიციას, შევქმნი ასეთივე ფაბრიკებს, ქარხნებს და დავასაქმებ საქართველოს მოქალაქეებს.

ეს არის ჩვენი მიზანი, ვერ ვიტყვი, რომ მიზანს მივაღწიეთ, ძალიან ბევრია გასაკეთებელი, თუმცა რამოდენიმე მთავარი და ძრეული ნაბიჯი გადადგმულია. მაგალითად, ინფრასტრუქტურა, პრობლემური საკითხები მოგვარებული, მგრამ კიდევ ბევრს გავაკეთებთ ამ მიმართულებით. მეორე, ლოგისტიკური პრობლემები, პორტის, რკნიგზის და ა.შ. ნაწილობრივ, ესეც მოგვარებულია. ვაჭრობის პრობლემები იყო, არ არსებობდა მთავრობათაშორისი ხელშეკრულებები თურქეთთან და სხვა ქვეყნებთან, იმისათვის რომ ვაჭრობა გამარტივებულიყო. ესეც მოგვარებულია.
საქართველოს პრემიერ–მინისტრი შპს ტკბილი ქვეყნის თანამშრომლებს შეხვდა
მომავალი წლიდან ძალაში შევა ახალი საგადასახადო კოდექსი, რომელიც კიდევ უფრო გაამარტივებს კერძო სექტორის წარმომადგენლების ცხოვრებას.

შემდეგი ეტაპი არის განათლება - ძალიან ხშირ შემთხვევაში ინვესტორები კითხულობენ, რამდენად კვალიფიციური სპეციალისტები არიან დღეს საქართველოში. მინდა ვთქვა, რომ ძალიან ამაყი ვარ, დღეს საქართველოში კვალიფიციური სპეციალისტები არიან. მაგრამ მოდის ახალი დრო, ახალი მოთხოვნებია - მოთხოვნებია ახალი ტექნოლოგიების, ინოვაციური ტექნოლოგიების, რომლებსაც ჩვენ ფეხი უნდა ავყვეთ. ამაზე გვაქვს გაკეთებული მთავარი აქცენტი. იმისათვის რომ მომავალმა თაობებმა არ დაკარგონ კონკურენტუნარიანობა, მომავალ თაობებს ქონდეთ საშუალება უპრობლემიდ სამსახურის შოვნისა, და ინვესტორების მოზიდვის. მათ უნდა თქვან, რომ საქართველოში არის ერთერთი საუკეთესო მუშახელი, ერთერთი საუკეთესო განათლებული საზოგადოება და აქ შეიძლება ახალი საწარმოების, ახალი ტექნოლოგიური წარმოების დანერგვა და ხალხის დასაქმება.

ეს არის ჩვენი მიზანი. ვერ ვიტყვი, რომ მიზანი შესრულებულია, თუმცა სწორი ნაბიჯები გადადგმული გვაქვს, კიდევ ბევრი რამ გასაკეთებელია. წლევანდელი წელი რთული იყო, მაგრამ 6%-იანი ზრდა გვაქვს ეკონომიკის (9 თვის მონაცემებით), ეს ძალიან პოზოტიურია. ჩვენ ვვარაუდომთ, რომ მომავალ წელს 4.5%-იანი ზრდა გვექნება.

ეს უფრო მეტ ინვესტორს და ინვესტიციას მოიზიდავს საქართველოში და უფრო მეტ ადამიანს დაასაქმებს ჩვენს ქვეყანაში. ეს არის ჩვენი მიზანი, რომელსაც უახლოეს მომავალში მივაღწევთ."

 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური