საქართველოს მთავრობა – 2010 წლის სიახლეები

პრემიერ–მინისტრმა ნიკა გილაურმა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ახალი შენობა გახსნა. ამოსაბეჭდი ვერსია

პრემიერ–მინისტრმა ნიკა გილაურმა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ახალი შენობა გახსნა.2010 წლის 20 ოქტომბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ახალი შენობა გახსნა.

„ფინანსთა სამინისტროს სრული ინფრასტრუქტურული რეორგანიზაცია სრულდება. როგორც მოგეხსენებათ, ფინანსთა სამინისტროს ძალიან ბევრი შენობა ქონდა, სადაც ძალიან ცუდი სამუშაო პირობები იყო და კერძო ბიზნესის წარმომადგენლებს ცუდი პირობები ხვდებოდათ.

რამოდენიმე დღეში გავხსნით ვაკე-საბურთალოს მომსახურების ცენტრს, რამოდენიმე თვეში გაიხსნება სარფის საბაჟო... 6-8 თვეში ფინანსთა სამინისტროს ინფრასტრუქტურული რეორგანიზაცია სრულად დამთავრდება.
პრემიერ–მინისტრმა ნიკა გილაურმა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ახალი შენობა გახსნა.
ფინანსთა სამინისტროს და კერძო სტრუქტურების წარმომადგენლებს მინდა მივულოცო. ჩვენი მიზანია, რომ (კერძო სექტორის წარმომადგენლებს) შემოსავლების სამსახურთნ ნაკლები შეხება ქონდეთ, ყველაფრის გაკეთება შეეძლოთ ინტერნეტის და კომპიუტერის მეშვეობით. და თუ რაიმე შეხება აქვთ, ეს იყოს მაქსიმალურად კომფორტულ და კარგ მომსახურებაზე დაყრდნობილი.

ეს რეაბილიტაციები, ახალი შენობები ემსახურება იმას, რომ მომსახურება იყოს მაღალ დონეზე და ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლებიც კომფორტულად გრძნობდნენ თავს,"- განაცხადა ნიკა გილაურმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური