საქართველოს მთავრობა – 2010 წლის სიახლეები

საქართველოს მთავრობის კანცელარიაში გაიმართა საქართველოს მთავრობის განახლებული ვებ გვერდის პრეზენტაცია ამოსაბეჭდი ვერსია

საქართველოს მთავრობის კანცელარიაში პრემიერ–მინისტრის პრესსამსახურის უფროსმა ნიკოლოზ მჭედლიშვილმა მთავრობის განახლებული ვებ გვერდის პრეზენტაცია გამართა2010 წლის 19 ოტქომბერს საქართველოს მთავრობის კანცელარიაში პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის უფროსმა ნიკოლოზ მჭედლიშვილმა მთავრობის განახლებული ვებ გვერდის პრეზენტაცია გამართა.

გთავაზობთ ნიკოლოზ მჭედლიშვილის სიტყვას:

„დღეს მინდა წარმოგიდგინოთ მთავრობის კანცელარიის განახლებული ვებ-გვერდი (www.government.gov.ge). ვებ-გვერდი განახებულ იქნა კომპანია ITDC-ს მიერ. ის დიზაინით და შეინაარსით განსხვავდება ძველი ვებ-გვერდისაგან.

ჩვენ შევეცადეთ უფრო მოხერხებულად დაგველაგებინა ინფორმაცია ამ ვებ-გვერდზე. აქ პირველად გაჩნდა ვიდეო გალერეა, სადაც თქვენ შეძლებთ ნახოთ პრემიერ-მინისტრის გამოსვლები და ასევე ბრიფინგები, რომლებიც პრემიერის აპარატში გაიმართება ხოლმე.

გარდა ამისა დამატებულია ფოტო გალერეა, სადაც დაინტერესებულმა მოქალაქეებმა და ჟურნალისტებმა შეიძლება მოიძიონ სხვადახვა ფოტოები პრემიერ-მინისტრისა და კანცელარიის საქმიანობის შესახებ.

თუმცა ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ ვებ-გვერდის მთავარი ღირსება არის ის, რომ მას გარდა ქართულისა და ინგლისურისა დაემატა აფხაზური ენა. თქვენ მოგეხსენებათ, რომ აფხაზური ენა აფხაზეთის ტერიტორიაზე საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით არის მეორე სახელმწიფო ენა ქართულთან ერთად.

ამიერიდან ჩვენი აფხაზი თანამოქალაქეები, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ, შეძლებენ საქართველოს მთავრობის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია თავიანთ მშობლიურ ენაზე წაიკითხონ. გარდა ამისა სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრები აფხაზები შეძლებენ ამ ვებ-გვერდზე შესვლას და მათთვის საინტერესო ინფორმაციის მოპოვებას.
საქართველოს მთავრობის კანცელარიაში პრემიერ–მინისტრის პრესსამსახურის უფროსმა ნიკოლოზ მჭედლიშვილმა მთავრობის განახლებული ვებ გვერდის პრეზენტაცია გამართა
დიდი მადლობა მინდა მოვახსენო პრემიერ-მინისტრს და მთავრობის კანცელარიას ახალი ვებ-გვერდის შემუშავების პროცესში ჩვენი მხარდაჭერისათვის.

მე მინდა გითხრათ, რომ როცა ახალ ვებ-გვერდზე მუშაობას ვიწყებდით, მთავრობის პრესსპიკერმა ლეილა ავიძბამ წამოაყენა იდეა აფხაზური ენის დამატებისა ახალ ვებ-გვერდზე. მე მინდა მას დიდი მადლობა მოვუხადო ამ იდეისათვის და ვებ-გვერდის შემუშავებისას გაწეული მუშაობისათვის.

გარდა ამისა, მინდა მადლობა მოვუხადო ჩემს ლექტორს და მასწავლებელს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბატონ ზურაბ შენგელიას და მის ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ინსტიტუტს თავიდანვე მხარში ამოდგომისათვის და გაწეული მთარგმნელობითი მუშაობისათვის.

მადლობას მოვახსენებ საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსს გიორგი ჯიჩოშვილს, მის მთელ გუნდს და ასევე კომპანია ITDC-ს გაწეული მუშაობისათვის."

 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური