საქართველოს მთავრობა – 2010 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრმა აშშ-ში ვიზიტი შეაჯამა ამოსაბეჭდი ვერსია

 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა მინისტრს ტიმოთი გეიტნერს შეხვდაამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა მინისტრს ტიმოთი გეიტნერს (Timothy Geithner) შეხვდა.
როგორც შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, საქართველოს მისამართით საერთაშორისო საფინანსო კორპორაციების დაფინანსება გაიზრდება.

ორმხრივი მოლაპარაკებების დროს საუბარი პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებს შეეხო. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა ამერიკაში ვიზიტი შეაჯამა.საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა მინისტრს ტიმოთი გეიტნერს შეხვდა

 

"ამ ვიზიტის რამოდენიმე მიზანი ჰქონდა: პირველი, პოლიტიკური მხარდაჭერის გამყარება, რომელიც აშკარაა და გამოჩნდა. მეორე, იმ ორგანიზაციებითან მუშაობა, რომლებიც თვითონ აფინანსებენ თავიანთ პროექტებს და მესამე მიზანი - ის ჯგუფი ორგანიზაციებისა, რომელიც კერძო სექტორთან მუშაობენ. რეალურად, მიზანი საქართველოს დაფინანსებაზე პოლიტიკური მხარდაჭერის მოპოვება იყო, რომლის შედეგადაც ეს ორგანიზაციები კერძო სექტორთან მუშაობას გააგრძელებდნენ.

 

ძალიან მოხარული ვარ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური J.P. Morgan ინვესტორთა სემინარზე სიტყვით გამოვიდა რომ ყველა ეს მიზანი მიღწეულია. წარმატებული შეხვედრა ტიმ გეიტნერს - ამერიკის ფინანსთა მინისტრთან გვქონდა, რომელმაც მხარდაჭერა და მზადყოფნა გამოთქვა ყველა ამ პროექტთან დაკავშირებით, ამ ორგანიზაციებს საქართველოს მიმართულებით ამერიკის ბიუჯეტიდან გაუზიარებს დაფინანსებას...

ჰილარი კლინტონმა თავად მოუწოდა ამერიკის კერძო სექტორს, მინდა გითხრათ ეს ძალიან იშვიათად ხდება, რომ ჩადოს ინვესტიციები საქართველოს ეკონომიკაში. ვნახოთ, მომავალ წელს რამდენად აქტიურები იქნებიან ამერიკელი ბიზნესმენები და ამერიკის კერძო სექტორის წარმომადგენლები საქართველოში, " - განაცხადა ნიკა გილაურმა აშშ-ს ფინანსთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ.

 

 

 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური