საქართველოს მთავრობა – 2010 წლის სიახლეები

მთავრობის კანცელარიაში გაიმართა თათბირი კონსოლიდირებული ელექტრონული ტენდერების შესახებ ამოსაბეჭდი ვერსია

მთავრობის კანცელარიაში გაიმართა თათბირი კონსოლიდირებული ელექტრონული ტენდერების შესახებ   თათბირს ამა წლის 9 აგვისტოს, რომელშიც მონაწილეობდნენ სამინისტროების წარმომადგენლები, უძღვებოდა მთავრობის კანცელარიის უფროსი დავით კერესელიძე.

„ჩვენთვის ახალი ნოვაციაა კონსოლიდირებული ელექტრონული ტენდერი. სახელმწიფო უწყებებმა უნდა დავიწყოთ ფიქრი როგორ მოვახერხოთ ამ სიახლის ადაპტირება პრაქტიკაში," განაცხადა შეხვედრის გახსნისას კერესელიძემ.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ხელმძღვანელმა ტატო ურჯუმელაშვილმა შეხვედრის მსვლელობისას გააკეთა პრეზენტაცია თათბირზე შეკრებილი საზოგადოებისათვის. მთავრობის კანცელარიაში გაიმართა თათბირი კონსოლიდირებული ელექტრონული ტენდერების შესახებ

ახალი წესების მიხედვით სახელმწიფო შესყიდვების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მთავრობა და შესყიდვებს აწარმოებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო.

კონსოლიდირებული შესყიდვების პრაქტიკაში დანერგვამ მთავრობას საშულაება უნდა მისცეს გამოიყენოს ეკონომისტებისათვის ცნობილი Economy of Scale-ის უპირატესობები და დაზოგოს მნიშვნელოვანი ოდენობის სახელმწიფო სახსრები. გარდა ამისა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებისათვის გამარტივდება თვითონ შესყიდვის პროცედურები.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური